წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
ამქვეყნიური მშვიდობა ყოველი ადამიანის შინაგან განახლებას მოსდევს, ადამიანისა, ღმერთი რომ შეიცნო და საკუთარი სულისთვის ზრუნავს.
თუ გსურს გამოასწორო მშობლიური სოფელი, შენი ხალხი, შენი ქვეყანა და მთელი სამყარო, უპირველესად საკუთარი თავი გამოასწორე. გამოსწორების საკუთარი თავიდან დაწყება მართლმადიდებლური მოძღვრების ძირითადი პრინციპია.
ბელადებსა და ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ თავისი მოვალეობა უფლის წინაშე მუდამ ახსოვდეთ. მათ მშვიდობა უნდა მოუტანონ ხალხს და არა განხეთქილება. მათი ვალია ხალხის მონაპოვარი კეთილსინდისიერად განაგონ.
სამყარო მოწყალებამ შექმნა. მოწყალება რომ არა, ამქვეყნიური მართლმსაჯულებით კაცობრიობა დაღუპვისათვის იქნებოდა განწირული.
ჩვენს შორის იშვიათია ახალგაზრდა, ვისაც ბილწი გულისსიტყვების გარეშე ერთი დღე მაინც გაეტარებინოს; იშვიათია მოხუცი, რომლის ყოველდღიური ფიქრები სიბრძნესთან იყოს ნაზიარები; იშვიათია ქალი, ვისი აზრებიც მთლიანად ქმრისა და შვილე... იხილეთ სრულად