წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
ადამიანი ბუნებით კეთილი და თვინიერია, ამსოფლიური სული კი მის გაღიზიანებას იწვევს. ამ სულმა ცხვრები მგლებად აქცია, სული, რომელიც უფლისაგან გამოვალს, მგლებს ცხვრებად აქცევს.
ისწავლე უბრალო ადამიანების პატივისცემა, უფლის სასუფეველშიც ხომ უმეტესობა ასეთია, მათ არ სჩვევიათ ამპარტავნება, რაც მდიდართა და ამქვეყნის ძლიერთა სენია.
ადამიანები ყველაფერს ერთიანად ან აქებენ, ან კიცხავენ. თუმცა ბუნება ყოველ ნაბიჯზე შეახსენებს მათ, რომ შეფასებებსა და დასკვნებში წინდახედულნი და ზომიერნი იყვნენ. ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს და ყველაფერი, რაც შავია, ნახშირი ა... იხილეთ სრულად
არავინ ცდილობს ახლობელს ბოლომდე მოუსმინოს, რადგან მის დანაშაულში წინასწარ არის დარწმუნებული. ამას კი დაუსრულებელი განხეთქილება მოსდევს
ადამიანები რომ გარჯილიყვნენ და უკეთ შეეცნოთ ერთმანეთი, მტრობა და შუღლი თავისთავად განქარდებოდა.
ადამიანს არასოდეს ექნებოდა საკუთარი თავის პატივისცემა, თუნდაც ფიქრით რომ გაემიჯნოს წინაპრებს, შთამომავლობას და გარშემომყოფთ.
მტრებს ჩვენ ბევრად უფრო იოლად ამოვიცნობთ, ვიდრე მოკეთეებს. ბოროტმა უფრო იოლად შეიცნო ქრისტეში მტერი, ვიდრე ადამიანებმა - მეგობარი.
ვერას გვარგებენ მასწავლებლები და მეგობრები ჩვენს ნება-სურვილს რომ ემორჩილებიან.
ჩვენი მტრები ხშირად გვიხსნიან იმ დამღუპველი განსაცდელისაგან, მოკეთეები უნებურად რომ გვიქმნიან, ჩვენს ახირებას არ ეწინააღმდეგებიან და სულის საზიანოდ ხელის გულზე გვატარებენ.