სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ამპარტავნება მადლს ვერ მიიღებს, რადგან საკუთარი თავითაა აღვსილი; თავმდაბლობას მადლის მიღება ძალუძს, რადგან უგულებელყოფილია როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე - ყოველგვარი ქმნილებისაგან. ამპარტავნება მადლს ვერ მიიღებს, რადგან

უფალი არაფრისაგან ქმნის: ვიდრემდე ჩვენ გვსურს და ვფიქრობთ იმაზე, რომ წარმოვადგენდეთ რაიმეს, მანამდე იგი ჩვენში თავის საქმეს არ დაიწყებს. უფალი არაფრისაგან ქმნის: ვიდრემდე ჩვენ გვსურს

მოსეს რჯულით ისრაელს ნაბრძანები ჰქონდა მხოლოდ ერთ, ღვთისაგან დადგენილ ადგილას შეეწირა მსხვერპლი. სულიერი კანონით კი ქრისტიანთათვის დაწესებულია ერთი სულიერი ადგილი ყველა მათი მსხვერპლის - ლოცვის - შესაწირად; ეს ადგილი თავმდაბლობაა. მოსეს რჯულით ისრაელს ნაბრძანები ჰქონდა მხოლოდ

თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ, როგორც უღირსი, ისინი ღვთისთვის სათნო იქნება; ხოლო თუ გაიხსენებ სხვას - მიძინებულსა და ჯერ კიდევ დაუბადებელს და გულს გაიამპარტავნებ, ამაო იქნება შენი შრომა. თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ

როგორც გაუნათლებელ ადგილას ყველაფერი ბნელი და წყვდიადში ჩაფლულია, ასევე იქ, სადაც არ არის თავმდაბლობა, ყველა ჩვენი საქმე და წამოწყება, რომლითაც გვინდა, რომ ღმერთს სათნოვეყოთ, ამაო და არარაობაა. როგორც გაუნათლებელ ადგილას ყველაფერი ბნელი და

რა არის მთელი ჩვენი ქველმოქმედებანი თავმდაბლობის გარეშე? სხვა არაფერი, თუ არა მტვერი, რომელიც ამპარტავნების პირველივე დაბერვაზე გაიფანტება. რა არის მთელი ჩვენი ქველმოქმედებანი

თავმდაბლობა ისევე მნიშვნელოვანია ღვთისმოსაობისათვის, როგორც ფესვი მცენარისათვის, რომელიც მეყსეულად კარგავს თავის სილამაზეს, სინორჩესა და სიცოცხლეს, როგორც კი მისი ფესვი მოკვდება. თავმდაბლობა ისევე მნიშვნელოვანია

ამაოა იმის შრომა, ვინც თავმდაბლობის გარეშე ბევრს მარხულობს და მძიმე ღვაწლშია. ამაოა იმის შრომა, ვინც თავმდაბლობის გარეშე

თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია

თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი აძლევს გემოს საკვებს, ასევე თავმდაბლობა ანიჭებს სათნოებებს სრულყოფილებას. მარილის გარეშე საკვები ადვილად ფუჭდება, ასევე თავმდაბლობის გარეშე სათნოება ადვილად დნება ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, მოუთმენლობით და კვდება. თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2