სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორც ადამიანს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ შეუძლია იცოდეს, რა ავადმყოფობა შეიძლება შეეყაროს უეცრად, ასევე არავის, ვიდრე პირში სული უდგას, არ ძალუძს იმედოვნებდეს, რომ გულში რაიმე ცოდვა არ შეეპარება. როგორც ადამიანს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ

ვიდრე ცოცხალი ხარ, ნუ ენდობი საკუთარ თავს, ვიდრე ბნელეთის ყველა ხელისუფალს უკან არ მოიტოვებ. ვიდრე ცოცხალი ხარ, ნუ ენდობი საკუთარ თავს

ერთი ბერი მეორესთან მივიდა; საუბრისას ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა: "მე მოვკვდი სოფლისათვის". მეორემ უპასუხა: "ნუ გექნება საკუთარი თავის იმედი მანამ, ვიდრე ამ სხეულიდან არ გახვალ; რადგან თუმცა ამბობ, რომ მოკვდი, სამაგიეროდ, სატანა არ მომკვდარა". ერთი ბერი მეორესთან მივიდა; საუბრისას ერთმა

შენ მოხუცდი, მტერი კი არ ბერდება; ვნებები მოკვდნენ, მტერი კი ცოცხალია შენ მოხუცდი, მტერი კი არ ბერდება; ვნებები

სულის თავმდაბლობა შეუმუსრავი იარაღია სულის თავმდაბლობა შეუმუსრავი იარაღია

არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა. არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით

თავმდაბლობის მქონე დემონებს ამდაბლებს, თავმდაბლობის არმქონეს კი ისინი დასცინიან. თავმდაბლობის მქონე დემონებს ამდაბლებს

ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამისთევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: რითი განიდევნებით თქვენ, მარხვით? ჩვენ არ ვჭამთ და ვსვამთ. ღამისთევით? პასუხი ასეთ იყო: ჩვენ არ გვძინავს. უდაბნოში განდგომით? პასუხი: ჩვენც უდაბნოში ვცხოვრობთ. მაშ, რითი უნდა განიდევნოთ? ეშმაკებმა უპასუხეს: ჩვენ თავმდაბლობის მეტი ვერაფერი გვამარცხებს. ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ღამისთევა, სხვა

ვისაც ქვის დაძვრა სურს, ზემოდან კი არა, ქვემოდან შეუყრის ბერკეტს და მაშინ ადვილად დაძრავს ქვას - ეს არის თავმდაბლობის მაგალითი. ვისაც ქვის დაძვრა სურს, ზემოდან კი არა

განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს, რომელსაც თავის განკარგულებაში სახელმწიფო მილიონები აქვს, საკუთარ ჯიბეში კი გროშიც არ გააჩნია? ასევე ადამიანი, რომელმაც სრულად და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი ცოდვილობა, ანგელოზებრივი სიწმინდის შემთხვევაშიც საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელ ცოდვილად ჩათვლის. განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2