სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნეტარია, ვინც ამაღლებულად ცხოვრობს, მაგრამ თავმდაბალი აზრები აქვს ნეტარია, ვინც ამაღლებულად ცხოვრობს, მაგრამ

მართალიც კი ღვთის წინაშე ასე უნდა ამბობდეს: მართალი არა ვარ მართალიც კი ღვთის წინაშე ასე უნდა ამბობდეს:

განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს, რომელსაც თავის განკარგულებაში სახელმწიფო მილიონები აქვს, საკუთარ ჯიბეში კი გროშიც არ გააჩნია? ასევე ადამიანი, რომელმაც სრულად და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი ცოდვილობა, ანგელოზებრივი სიწმინდის შემთხვევაშიც საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელ ცოდვილად ჩათვლის. განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს

ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია, ღვთის მადლის საჩუქარია. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ჩვენი საკუთარი მხოლოდ არარაობაა, და რაც ამაზე უარესია - ცოდვა. ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია

რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც. განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ არსებობა, შეგინარჩუნათ ძალები და გამოგიცხადათ თავისი მადლი, განა ეს უფალი არ მიმართავს თქვენს ნებას სიკეთისაკენ? და განა თქვენს მიერ აღსრულებული სიკეთე ერთადერთი მისგან არ მომდინარეობს? მოციქულის სიტყვით, ადამიანს თავისთავად სიკეთის გაფიქრებაც კი არ ძალუძს (2 კორ. 3, 5). რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ

თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე, განა ღვთისაგან არ მიიღე სიკეთის კანონი, გონების ნათელი, რომელშიც დაინახე ეს კანონი; გულის გრძნობა, რომლითაც შეიყვარე იგი; სინდისის მოწმობა, რომელმაც ნება არ მოგცა, უარი გეთქვა მასზე ან დაგევიწყებინა იგი; ნებისყოფა, რომლითაც შეძელი მისი აღსრულება; საშუალებები, რომლითაც აღასრულე იგი? ჩამოაშორე და მოაცილე შენს მიერ მითვისებულ სულიერ სიმდიდრეს ის, რაც ღვთისაგან მიიღე და შეხედე, დაგრჩება თუ არა რაიმე, გარდა - შენი მემკვიდრეობითი სიღატაკისა? თუ გეჩვენება, რომ რაღაც სათნოება მოიხვეჭე

თუ რაიმე კარგი გაგაჩნია, იგი შენი როდია, არამედ ღვთისაა; საკუთარი არაფერი გაგაჩნია - ცოდვების გარდა; ამიტომ არავითარი საფუძველი არ გაქვს, თავი მოგქონდეს იმით, რაც გაქვს. უგუნური და ურწმუნოა ის მსახური, რომელიც თავისი პატრონის სიმდიდრით დაიწყებდა ტრაბახს. თუ რაიმე კარგი გაგაჩნია, იგი შენი როდია

ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის ქმნა არ ძალგვიძს, ამიტომ, თუკი ღვთის შეწევნით ვნებებს დათრგუნავ და საკუთარ თავს უკეთესად ჩათვლი, დაემსგავსები ხაზინადარს, რომელიც სახელმწიფო ფულის მიღებით თავს მდიდრად ჩათვლის. ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის

ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: "არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10). ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის

ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე თქმული: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5). ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2