სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია

თუ სათნოებათა შორის უმაღლესი, სიყვარული მოციქულის სიტყვით, "სულ-გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნების, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ" (1 კორ. 13, 4-8); ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას განამტკიცებს და თან ახლავს თავმდაბლობა. თუ სათნოებათა შორის უმაღლესი, სიყვარული

ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა. ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს

სათნოებაში წარმატება ნიშნავს, თავმდაბლობაში წარმატებას სათნოებაში წარმატება ნიშნავს, თავმდაბლობაში

რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევე უნდა მოიქცე შენც ქრისტიანო! თუ ვინმეს აღემატები გონებრივი, ან ზნეობრივი, ბუნებრივი თუ მადლისმიერი, გარეგნული თუ შინაგანი უპირატესობებით, მითუმეტეს, ყველგან და ყოველთვის თავი დაიმდაბლე. თავმდაბლობის ღრმა ფესვების გარეშე ვერასოდეს იქნები დაცული დაცემისაგან რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად

თუ ჩვენ, მოციქულის მსგავსად, აღტაცებულნი ვიქნებით "მესამე ცამდე" (2 კორ. 12, 2), კიდევ უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს ამბოხებულ ანგელოზთან ერთად ღრმა უფსკრულში ჩავარდნისა. თუ ჩვენ, მოციქულის მსგავსად, აღტაცებულნი

როგორც ადამიანს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ შეუძლია იცოდეს, რა ავადმყოფობა შეიძლება შეეყაროს უეცრად, ასევე არავის, ვიდრე პირში სული უდგას, არ ძალუძს იმედოვნებდეს, რომ გულში რაიმე ცოდვა არ შეეპარება. როგორც ადამიანს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ

თავს ნუ აღიმაღლებ რწმენითა და საკუთარი სიწმიდით, არამედ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შიში გქონდეს. თავს ნუ აღიმაღლებ რწმენითა და საკუთარი

გაიხსენე ძლიერთა დაცემა და საკუთარ სათნოებებში დამდაბლდი გაიხსენე ძლიერთა დაცემა და საკუთარ

გიხაროდეს ქველმოქმედება, როდესაც კეთილად იქცევი, მაგრამ მისით თავს ნუ აღიმაღლებ, რათა მყუდრო სავანეში არ დამარცხდე. გიხაროდეს ქველმოქმედება, როდესაც კეთილად

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2