23. ზოგი ვნებათაგან თავს იკავებს ადამიანური შიშის გამო, ზოგიც პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ზოგი თავშეკავებულობის გამო, ხოლო ზოგი ღვთის განგებით თავისუფლდება ვნებათაგან.
22. დემონები უძლურდებიან, როცა მცნებათა აღსრულების შედეგად ჩვენში ვნებანი მცირდებიან; იღუპებიან, როცა სულის უბიწოების გამო სავსებით განიდევნებიან მისგან, რადგან მასში ისეთს ვერაფერს ნახულობენ, რის გამოც შეძლებდნენ იქ დარჩენასა და ...
იხილეთ სრულად
22. დემონები უძლურდებიან, როცა მცნებათა აღსრულების შედეგად ჩვენში ვნებანი მცირდებიან; იღუპებიან, როცა სულის უბიწოების გამო სავსებით განიდევნებიან მისგან, რადგან მასში ისეთს ვერაფერს ნახულობენ, რის გამოც შეძლებდნენ იქ დარჩენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს იმას ნიშნავს, რომ "მოუძლურდნენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა" (ფს.9.4)
21. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას წმინდა ღვაწლში წვრთნის და მისგან ვნებიან ფიქრებს განაგდებს, მღვდლის საქმეს - ვინც არსებულის შეცნობით ანათლებს გონებას და მცდარ ცოდნას აღმოფხვრის, ეპისკოპოსის საქმეს - ვინც გონების სრ...
იხილეთ სრულად
21. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას წმინდა ღვაწლში წვრთნის და მისგან ვნებიან ფიქრებს განაგდებს, მღვდლის საქმეს - ვინც არსებულის შეცნობით ანათლებს გონებას და მცდარ ცოდნას აღმოფხვრის, ეპისკოპოსის საქმეს - ვინც გონების სრულყოფას წმინდა სამების თაყვანისმცემელი ცოდნის თანაზიარებით დაასრულებს.
20. ჩვენი სულების დაუცხრომელი მაძიებელნი ვნებიან გულისთქმათა მეშვეობით ცდილობენ, სული გულისხმისყოფით და საქმით აღსრულებულ ცოდვაში ჩააგდონ. მაგრამ, როცა მათ უარმყოფელ გონებას წააწყდებიან, "ჰრცხვენიათ და კდემებიან", ხოლო, როცა მიხვდ...
იხილეთ სრულად
20. ჩვენი სულების დაუცხრომელი მაძიებელნი ვნებიან გულისთქმათა მეშვეობით ცდილობენ, სული გულისხმისყოფით და საქმით აღსრულებულ ცოდვაში ჩააგდონ. მაგრამ, როცა მათ უარმყოფელ გონებას წააწყდებიან, "ჰრცხვენიათ და კდემებიან", ხოლო, როცა მიხვდებიან, რომ გონება სულიერი ჭვრეტითაა მოცული, მაშინ "მართლ უკუნ იქცევიან და ჰრცხვენიათ ფრიად და მსთუად" (ფს.34.4; 6,11).
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხო...
იხილეთ სრულად
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხორცულ სიამეთა წადილს, შემდეგ კი მეხსიერების მეშვეობით შეაღწევს მდუმარეში, და რამდენადაც სხეულს აღანთებს, იმდენად გონებას სხვადასხვა სახის ბილწ სურათს წარმოუსახავს და ამგვარად აღძრავს ცოდვის წადილს. თუკი არ გსურს, ყოველივე...
18. როცა დემონები შენს გონებას უბოწოებას მოსწყვეტენ და სიძვის გულისთქმებით შეიპყრობენ, მაშინ ცრებლებით შეჰღაღადე მეუფეს: "განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე მოუცავ მე" (ას.16, 11; 3...
იხილეთ სრულად
18. როცა დემონები შენს გონებას უბოწოებას მოსწყვეტენ და სიძვის გულისთქმებით შეიპყრობენ, მაშინ ცრებლებით შეჰღაღადე მეუფეს: "განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე მოუცავ მე" (ას.16, 11; 31, 7). და განთავისუფლდები.
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცუ...
იხილეთ სრულად
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცულ ტკბობას გულისხმობს, ის განსჯაში ცდება. ბოროტებას სიკეთედ რაცხს და ბოროტად იყენებს მას. ასე უნდა განვიხილოთ სხვა საგანთა გააზრებაცა და მათი გამოყენებაც.
16. ვნება არის სულის არაბუნებრივი ქმედება ან უგონო სიყვრულიდან ან რაიმე გრძნობადისადმი და რაიმე გრძნობადის გამო განუსჯელი სიძულვილიდან გამომდინარე. უგონოა სიყვარული საკვებისადმი, ან დედაკაცისადმი, ან ქონებისადმი, ან წარმავალი დიდე...
იხილეთ სრულად
16. ვნება არის სულის არაბუნებრივი ქმედება ან უგონო სიყვრულიდან ან რაიმე გრძნობადისადმი და რაიმე გრძნობადის გამო განუსჯელი სიძულვილიდან გამომდინარე. უგონოა სიყვარული საკვებისადმი, ან დედაკაცისადმი, ან ქონებისადმი, ან წარმავალი დიდებისადმი ან სხვა რაიმე გრძნობადისადმი. უგონო სიძულვილია, როცა განუსჯელად სძულთ, როგორც ზემოთ ითქვა, აღნიშნული საგნებიდან რომელიმე ან ვინმე მათ გამო
15. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად აღიქვამს. არც გონება, არც საგანთა ბუნებრივი აღქმა, არც თავად საგნები, არც გრძნობები არაა ბოროტება, რამეთუ ისინი ღვთისგან შექმნილნი არიან. მაშ რაა აქ ბოროტება? ცხადია, ვნება, რომელი...
იხილეთ სრულად
15. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად აღიქვამს. არც გონება, არც საგანთა ბუნებრივი აღქმა, არც თავად საგნები, არც გრძნობები არაა ბოროტება, რამეთუ ისინი ღვთისგან შექმნილნი არიან. მაშ რაა აქ ბოროტება? ცხადია, ვნება, რომელიც ხელს გვიშლის საგნების ბუნებრივ აღქმაში. და თუ გონება ფხიზელია, ვნება არ დაგვაბრკოლებს საგანთა ბუნებრივი აღქმისას.
14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამია...
იხილეთ სრულად
14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამიანისადმი შურის გამო აკეთებს, რათა ის, ამგვარ აზრთა მპყრობელი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და აღარ ესწრაფვოს ღვთისათვის ლოცვის აღვლენას. მაგრამ ყოველივე ამით მზაკვარს თავისი მიზნისათვის ვერანაირი სარგებელი მოაქვს, პირიქით,...