წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ლოცვის დასაწყისი იმაში მდგომარეობს, რომ განიდევნოს შემოსული ზრახვები - მათი გამოჩენისთანავე; მისი შუაგული ისაა, რომ გონება გადართულია სიტყვაბში, რომელსაც წარმოვთქვამთ ანდა ვფიქრობთ; ლოცვის სრულყოფილება კი მისი უფალთან ატაცებაა.
ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი ვერ შევა იგი, ვინც პირველ, მეორე და მესამე უარყოფას არ აღასრულებს. პირველი უარყოფა ესაა უარყოფა სოფლისა, ნათესავთა და ყოველგვარ საგანთა; მეორე - უარყოფა საკუთარი ნებისა; მესამე - პატივმოყვარეობის დამ... იხილეთ სრულად
ვისაც ღმრთის ნების შეცნობა სურს, მას უწინარეს მართებს მოაკვდინოს საკუთარი ნება; რწმენით, გულწრფელი და არა პირმოთნე თავმდაბლობით ილოცოს ღმრთის მიმართ, ჰკითხოს რჩევა მამებსა და ძმებს, მათი პასუხი მიიღოს როგორც ღმრთის სიტყვა, იმ შემთ... იხილეთ სრულად
სტომაქი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა.
სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს.
როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან.
ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება, გლოვიარეთა გულებს კი მარად საშინელი სამსჯავრო და სატანჯველი ეჩვენებათ სიზმრად.