ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, რაც მაღალ დიპლომატიასა და სულიერობას მოითხოვს.
გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი, ისე კეთილი ზრახვანი.
იდეა უნდა ჰქონდეს ერსაც: მას ცხადად და გარკვეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, საუკუნეთა მანძილზე უპირველესად რას ემსახურა.
ბოროტება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენშია, ჩვენს გულშია ფითრივით ფესვგადგმული და, თუ დროზე არ მოვიკვეთთ, ცოდვის მსხვერპლნი და მსახურნი შევიქმნებით, რადგან იგი არ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ სხვისი ტკივილი, სხვისი მწუხარება, დავინახო... იხილეთ სრულად
დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს პიროვნებაში: თანდათანობით იგი თავისუფლდება მიწიერი ყოფითი წვრილმანებისგან და უფრო ფართო ხასიათის პრობლემებით იფარგლება. მისი სულიერი სამყარო იღებს ჯვრის სახეს, რაც გულისხმობს ჰორიზონტალური და ვ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტება ერთია და მას მეტოქეობას სხვა ნახევრადჭეშმარიტებანი ვერ გაუწევს. ეს არ არის ამპარტავნება და სხვათა ზემოდან ყურება, რადგან ჭეშმარიტება დამსახურებისამებრ არ მოიპოვება, არამედ იგი ერს ღვთისაგან ეძლევა.
XX საუკუნის ბოლოს აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდა და ბევრმა მის იდეალებს სიცოცხლეც შესწირა. დღეს ასპარეზზე უკვე სხვა ახალგაზრდები არიან. საჭიროა, არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ეროვნულ ფასეულობ... იხილეთ სრულად