ნებისმიერი ჩვენი ღვთივსათნო საქციელი ჩვენი დამსახურება კი არ არის, არამედ იგი სულიწმიდის შეწევნით ხორციელდება; ამისთვის უნდა ვმადლობდეთ მას და ვცდილობდეთ, ჩვენი სიტყვა და საქმე (ჩვენი შესაძლებლობისამებრ) იყოს გამოხატულება მოყვასის...
იხილეთ სრულად
ნებისმიერი ჩვენი ღვთივსათნო საქციელი ჩვენი დამსახურება კი არ არის, არამედ იგი სულიწმიდის შეწევნით ხორციელდება; ამისთვის უნდა ვმადლობდეთ მას და ვცდილობდეთ, ჩვენი სიტყვა და საქმე (ჩვენი შესაძლებლობისამებრ) იყოს გამოხატულება მოყვასისადმი ღვთის ზრუნვისა, ღვთის სიყვარულისა, ღვთის სიმართლისა.
როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ ...
იხილეთ სრულად
როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ აღმოცენებულიყო და ამ ხის ნაყოფის მიმღებთ (ანუ მცნებების აღმასრულებელთ) შეგვესისხლხორცებინა, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს.