არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
მარად მკვდარი არ გეგონოთ, მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმიდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა
საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს, როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება
საქართველო აღდგება, ისე როგორც ლაზარე. სკიპტრა, სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს, გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ რომ მართალია, ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას როგორც თავის სწორს და ტოლს უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი ღვთისა... იხილეთ სრულად
დიდ სიწმინდეს მუდამ ახლავს დიდი მადლი, რომელსაც გარშემო აკრავს დიდი წრე. ამ წრეს ბოროტება ვერ ეკარება
არასოდეს უღალატოთ ღმერთს, სადაც ღმერთი და სიბრძნეა განსაცდელი ყოველთვის დიდია, ბოლომდე მოითმინე და თუ შესძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება
საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ-მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ
სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა, ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის... იხილეთ სრულად