არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
ღვთისათვის ერი და ბერი რამ გაყო, ადამიანი დაუღალავად უნდა მიიწსრაფოდეს ღვთისაკენ, ერისკაცი იქნება ის თუ ბერი, ბოლომდე განა ვინ მიაღწევს სრულყოფილებას, მაგრამ კაცი ამ მისწრაფებით ცხონდება, ბერს ბერისა მოეთხოვება, ერისკაცს ერისა
შენ უფალმა მართლმადიდებლად გაგაჩინა, მთავარია შენ მტკიცედ იდგე შენს სარწმუნოებაზე, არ ცდუნდე. სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხონდება, თუ არა, იმათ უფალი მიხედავს
ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ, მართლმადიდებლები ვსხედვართ, სხვა სარწმუნოების ხალხი მხარულით მიცურავს
კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავსი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა... მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე