არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
როცა ადამიანი ფსიქიკურად ვერ არის კარგად და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს, მიდის ჯოჯოხეთში. მათ სახელზე კეთილი საქმე უნდა აკეთონ ჭირისუფლებმა, ზოგჯერ ასეთებიც ამოდიან ჯოჯოხეთიდან
ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი, ისე ამოფრინდება იქიდან
თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო, ილოცე "მამაო ჩვენო". ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ, მოყვასზეც იფიქრე
თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში
თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო