წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
14. როცა გონება ღვთის სიყვარულში წარმატებულია, მაშინ ბოროტი სული მის დაბრკოლებას იწყებს და ისეთ აზრებს შთააგონებს, რომელთა გამოგონებაც არც ერთ ადამიანს ძალუძს, გარდა ბოროტი სულის მამისა, დემონისა. ყოველივე ამას ღვთისმოყვარე ადამიანისადმი შურის გამო აკეთებს, რათა ის, ამგვარ აზრთა მპყრობელი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და აღარ ესწრაფვოს ღვთისათვის ლოცვის აღვლენას. მაგრამ ყოველივე ამით მზაკვარს თავისი მიზნისათვის ვერანაირი სარგებელი მოაქვს, პირიქით, უფრო ვმტკიცდებით. რამეთუ, ჩვენ, ბრძოლაგამოვლილნი და წინააღდგომილნი, ღვთის სიყვარულში გამოცდილნი და წრფელნი ვხდებით. "მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ" (ფს.36,15).
13. დემონები ან თავად გვაბრკოლებენ, ანდა იმ ადამიანებს აღჭურავენ ჩვენს საწინაარმდეგოდ, რომელთაც ღვთის არ ეშინიათ; თავად მაშინ გვაბრკოლებენ, როცა ადამიანებს განვეშორებით, მსგავსად უდაბნოში გამოცდილი უფლისა. ადამიანთა მეშვეობით კი მათთან ურთიერთობის ჟამს გვაბრკოლებენ, როგორც უფალი გამოსცადეს ფარისეველთა მეშვეობით. მაგრამ ჩვენ მივბაძოთ ჩვენს ხატებას, ე.ი. უფალს, და განვაგდოთ ისინი ორსავე შემთხვევაში.
თემა: განსაცდელები, ეშმაკი, დემონიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
10. თუ ზოგი გძულს, ზოგი კი არც გიყვარს და არც გძულს, ზოგი გიყვარს, ოღონდ საშუალოდ, ზოგი კიდევ - ძალიან, მაშინ ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, იცოდე, რომ ჯერ კიდევ შორსა ხარ სრულყოფილი სიყვარულისგან, რომელიც გვასწავლის, ყველა ადამიანი თანაბრად გვიყვარდეს.
თემა: სიძულვილი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
9. ადამიანებს ერთმანეთი შემდეგი ხუთი მიზეზის გამო უყვართ, რომელთაგან ზოგი მოსაწონია, ზოგი საძრახისი: უყვართ ან ღვთის გულისათვის, - როგორც კეთილს უყვარს ყველა, ხოლო კეთილი თვით უკეთურსაც უყვარს; ან ბუნებრივად, - როგორც მშობელს შვილი და პირიქით; ან პატივმოყვარეობის გამო - როგორც შექებულს მაქებარი; ან ანგარებიდან გამომდინარე - როგორც მდიდარი გამორჩენის მიზნით; ან ავხორცობის გამო - როგორც ნაყროვანებით შეპყრობილს ლხინის[] ამათგან პირველი მოსაწონია, მეორე ორმხრივი, ხოლო დანარჩენი - ვნებიანი
თემა: სიყვარული მოყვასისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
7. ვისაც რა უყვარს, ცდილობს ყოველნაირად მისით იყოს მოცული და იშორებს ყველაფერს, რაც ამაში ხელს უშლის, ოღონდაც არ დაკარგოს სასურველი. ასეთივეა ღვთისმოყვარულის სწრაფვა წმინდა ლოცვისაკენ და ყოველგვარ ვნებას, რაც, შეიძლება, დაბრკოლებად იქცეს, თავისგან განაგდებს.
თემა: ლოცვა, ვნებები, სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
6. წმინდა ლოცვის ორი უმაღლესი მდგომარიობა არსებობს. ერთი ღვაწლმოსილი ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ, მეორე - შემეცნებითი ცხოვრებისა. პირველს სულში ღვთის შიში და სასოების მადლი შობს, მეორეს - ღვთის სიყვარული და უსაზღვრო სიწმინდე. პირველის ნიშანია გონების ამქვეყნიური ზრახვებისაგან შემოზღუდვა, გონებაგაფანტულობისა და ძრწოლის გარეშე ლოცვა ისე, თითქოს თავად ღმერთი იდგეს მლოცველის წინაშე, როგორც ეს სინამდვილეშია. მეორის ნიშანია ის, რომ ლოცვის წარმოთქმისას გონება ღვთიური და უსაზღვრო ნათლითაა აღტაცებული და სავსებით ვერ გრძნობს ვერც საკუთარ თავს, ვერც ვერაფერს არსებულს, გარდა ერთადერთისა, ვინც სიყვარულით მასში ასეთი სინათლე შთანერგა. ამგვარ მდგტომარეობაში მყოფი იღვწის, გაიგოს ღვთიური სიტყვები და იგი ღვთის წმიდა და ნათელ შემეცნებას იღებს.
თემა: ლოცვა, ღვთის შიში, ლოცვისას გონებაგაფანტულობაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ათავისუფლებს, ხოლო მეორე გულმავიწყობისა და უცოდინარობისაგან იცავს და ამგვარად მას საშუალება ეძლევა ილოცოს ისე, როგორც ჯეროვანია.