ძე ღვთისა ძე კაცისა გახდა ისე, რომ მაინც ძე ღვთისად დარჩა
ძე ღვთისა ძე კაცისა იმიტომ გახდა, რომ ადამიანთა ძენი ღვთის ძეებად ექცია (გალ. 4, 5)
ძე ღვთისა ზეციდან იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩვენ ავეყვანეთ ზეცაში
ღმერთი ადამიანამდე დამდაბლდა, რათა ადამიანი აეყვანა ღმერთამდე
ო, ღმერთო, რომელმაც მოგვეცი ძე შენი! მასთან ერთად რას აღარ გვანიჭებ!
თავისი მართლმსაჯულებით ღმერთმა ერთის ცოდვისათვის მთელ კაცთა მოდგმას სიკვდილი მოუვლინა, გულმოწყალებით კი, როცა ყველა ადამიანი წყევლის ქვეშ იმყოფებოდა და ცოდვის ბორკილებით იყო შეკრული, ერთის სიმართლის გამო ყველას ცხონება მიანიჭა
ღვთის სიყვარულის განსაკუთრებით დიდებული სასწაული, რომელსაც მარადიულობაშიც კი ვერ ვიხილავთ (ვინაიდან ეს შესაძლო სიყვარულის ზღვარს აღემატება), არის კაცობრიობისთვის ძე ღვთისას მოვლინება. ბევრს ნიშნავს შეურაცხყოფილი არ დარჩე, უფრო მეტ...
იხილეთ სრულად
ღვთის სიყვარულის განსაკუთრებით დიდებული სასწაული, რომელსაც მარადიულობაშიც კი ვერ ვიხილავთ (ვინაიდან ეს შესაძლო სიყვარულის ზღვარს აღემატება), არის კაცობრიობისთვის ძე ღვთისას მოვლინება. ბევრს ნიშნავს შეურაცხყოფილი არ დარჩე, უფრო მეტია - აპატიო, კიდევ უფრო მეტი - პატიების შემდეგ მადლიერება, მაგრამ შეუდარებლად მეტია ღვთისგან კაცობრივი ხატების მიღება, ტანჯვა და სიკვდილი. ეს ჭეშმარიტად სასწაულია სულიერ სამყაროში (იოან.15, 13; რომ. 5, 8). ამ ერთ რამეში ...
link
მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი უმთავრესი დოგმატის სიწმიდით აღიარება: ყოვლადწმიდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვანების შესახებ. ჯერ არს წმიდა სამებას შევიმეცნებდეთ შეურევნელს და განუყოფელს, ერთ ღმრთაებას, ერ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი უმთავრესი დოგმატის სიწმიდით აღიარება: ყოვლადწმიდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვანების შესახებ. ჯერ არს წმიდა სამებას შევიმეცნებდეთ შეურევნელს და განუყოფელს, ერთ ღმრთაებას, ერთს სამპიროვან ღმერთს – მამას, ძეს და სულიწმიდას. ხოლო უფალ იესო ქრისტეს დოგმატს ასე ვაღიარებდეთ: განკაცებული ძე ღმერთის ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნებაა, ადამიანური და ღვთაებრივი, რომლებიც შეურევნელად და განუცალკევებლად არიან ...
link
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯ...
იხილეთ სრულად
ვიფიქროთ ძმანო, იმის შესახებ, რა შრომა, განცდა და სიკვდილი დაითმინა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის. ამის აღსრულებით მან გვიჩვენა, რომ ჩვენი ცხონება მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამის ნაცვლად, რომ ჩვენი ცოდვების, კადნიერებისათვის დავესაჯეთ, იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით მის მადლს, იგი ევნო ჩვენთვის – მგმობართა და განდგომილთათვის. გარდა ამისა, მან მოისურვა, ჩვენი ცხონებისათვის თავისი ღვთაებრიობა მოეცა. საკუთარ თავში მან ეს ადამიანურ ბუ...
link
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრა...
იხილეთ სრულად
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენოთ თქვენ". ღმერთი, რომელმან უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა - იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!.." მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარ...
link