სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჩვენს დაცემამდე დემონები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ, დაცემის შემდგომ კი - შეუწყნარებლად ჩვენს დაცემამდე დემონები ღმერთს კაცთმოყვარედ

ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს, ეშმაკის მახის თავიდან ასაცილებლად კი - სიფრთხილე ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს

ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი - მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ

განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს; იგი სასოწარკვეთილია, რომ ვერ დაგეპატრონა და განგეშორა, შესაძლოა, იმ დროს, როდესაც შენ უკვე სუსტდებოდი და მზად იყავი, მისთვის დაგეთმო. სწორედ ასე იქცევა მტერი, რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქს და როდესაც ნახა მისი დაცულობა და მზადყოფნა ხანგრძლივი თავდაცვისათვის, ალყა სწორედ იმ დროს მოხსნა, როდესაც ქალაქი დანებებისათვის ემზადებოდა; იმიტომ რომ, არ იცის არც ის ზიანი, რომელსაც მისი ცეცხლისმსროლელი იარაღი ქალაქს აყენებს, არც მის მცხოვრებთა შიში და შფოთვა. განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე

ეშმაკი ჩიტებზე მონადირეა; მის ძალაუფლებაზე მაღლა დადექი ეშმაკი ჩიტებზე მონადირეა; მის ძალაუფლებაზე

გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ გონება და გული ზეცისა მარადიულობისაკენ

ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს. ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი

მუდამ სულიერი საქმეებით, განსაკუთრებით კი - ლოცვით ვიყოთ დაკავებულნი, რათა ყოველთვის, როგორც კი მოგვიახლოვდება და ვნებას დაგვიპირებს მტერი, ჩვენი გული მისთვის დაკეტილი და შეიარაღებული დახვდეს. მუდამ სულიერი საქმეებით, განსაკუთრებით კი -

როდესაც ქოთანი ქვემოდან ცხელდება, ვერც ბუზი და ვერც სხვა რამ ვერ შეეხება მას; ხოლო როდესაც გაცივდება, მაშინ მწერები მასზე სხდებიან; ასევე ემართება ადამიანსაც: ვიდრე იგი სულიერ საქმიანობაშია, მტერს მისი დაძლევა არ შეუძლია. როდესაც ქოთანი ქვემოდან ცხელდება, ვერც ბუზი

გულითადი ლოცვის სითბო დემონებისათვის მწველი ცეცხლია გულითადი ლოცვის სითბო დემონებისათვის მწველი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2