ვნებებისგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება მორჩილი, როცა ამ საზომს მიაღწევს, როცა საკუთარ ნებას ამ გზით მოიკვეთს. რაც უფრო მეტად დაუტევებს თვითნებობას, მით მეტად შეიგრძნობს ვნებებისგან გათავისუფლებას.
ქრისტეს, როგორც ადამიანს, მორჩილება რომ არ აღესრულებინა და საკუთარი ნება არ მოეკვეთა, ადამიანი ვერ ცხონდებოდა! ასევე ვერ ცხონდება ის, ვინც თვითნებობს და რაც უნდა, იმას აკეთებს.
რა ბოროტია ადამიანის ნება! იგი ეგოიზმს, ამპარტავნებას, თავისმოყვარებასა და სხვა მრავალ ვნებას მალავს. ამიტომ მორჩილი, რომელიც საკუთარი ნებისგან თავისუფალია, ვნებებისგანაც თავისუფალია.
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალე...
იხილეთ სრულად
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალებადნი იყვნენ, მადლის წყალობით, შეუცდომლებად იქცნენ, ლუციფერისა და ადამიანის დაცემით მათ ბევრი რამ გაიგეს. ამიტომ ახლა ურყევნი არიან ღვთის მორჩილებაში.