ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
შვილებო, ვიზრუნოთ, რომ ღვთის ნების თანახმად ვიცხოვროთ, რათა სათნოვეყოთ მას და თავის წიაღში საუკუნოდ განგვისვენოს.
ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და იხილეთ სრულად
მოძღვართან სრულ ერთობაში იყავი. მისი სიტყვა ისე ისმინე, როგორც ქრისტესი. სიყვარული, მოკრძალება და სრული მორჩილება სათნოა მოძღვრისთვის. თუკი სათნოეყოფი მოძღვარს, სათნოეყოფი ღმერთსაც. რასაც მოძღვრის მიმართ აკეთებ, იმავეს აკეთებ ღვთი... იხილეთ სრულად
თუკი ღვთის სახის ხილვა გსურთ, ქრისტესმიერ მამას ნუ დაამწუხრებთ. ვინც მას ამწუხრებს, იცოდეს, რომ ქრისტეს ამწუხრებს და როგორღა იხილავს მას გარდაცვალების შემდეგ?
სულიერი მოძღვრისადმი რწმენა და სიყვარული გააზრებულად, გულმოდგინებით დაიცავით, რადგან სულის სიცოცხლე და სიკვდილი ამაზეა დამოკიდებული.