არ უნდა განვიკითხოთ და არ უნდა ვიყოთ გულგრილნი არც ერთი ადამიანისადმი, მეტადრე ჩვენი სულიერი დედის მიმართ. იბრძოლე, რომ გიყვარდეს და მასში ქრისტეს სახეს ხედავდე. სარგებელს შენი რწმენის მიხედვით მოიმკი. ყოველივე ეს შეასრულე და ჭეშმ...
იხილეთ სრულად
არ უნდა განვიკითხოთ და არ უნდა ვიყოთ გულგრილნი არც ერთი ადამიანისადმი, მეტადრე ჩვენი სულიერი დედის მიმართ. იბრძოლე, რომ გიყვარდეს და მასში ქრისტეს სახეს ხედავდე. სარგებელს შენი რწმენის მიხედვით მოიმკი. ყოველივე ეს შეასრულე და ჭეშმარიტებას იხილავ.
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის. თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შე...
იხილეთ სრულად
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის.თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შედეგი განკითხვა, გულგრილობა, საბოლოოდ კი მასთან დაცილება იქნება. ეს შეუფერებელია შენთვის, როგორც მონაზვნისთვის, რომელიც სულიერი დედის მფარველობის ქვეშ იმყოფება.