სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)
160. არაა რთული ღვთის შეცნობა იმისთვის, ვინც მორწმუნეა და ამის მსურველი, ხოლო თუ გინდა, რომ იხილო კიდეც ღმერთი, განჭვრიტე ყოველივე იმის კეთილშობილება და წინაგანგებულება, რაც მისი სიტყვით შეიქმნა და იქმნება, ხოლო ეს ყველაფერი ადამი... იხილეთ სრულად
161. წმინდანად იწოდება ის, ვინც განწმენდილია ბოროტებისა და ცოდვათაგან. ასე რომ, სულის უდიდესი წარმატება და ღვთისადმი სათნოყოფა ესაა ადამიანში ბოროტების არარსებობა.
162. სახელი არის მრავალთაგან ერთის აღმნიშვნელი. ამის გამო, უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ ღმერთს, რომელიც ერთია და მხოლო, სხვა სახელი ჰქონდეს, რადგან "ღმერთი" ამას აღნიშნავს: დაუსაბამოს, ადამიანის გამო ყოვლიერების დამბადებელს.
163. თუ შეიცნობ შენს თავში უკეთურ საქმეებს, კეთილთა მოლოდინით მოიკვეთე ისინი შენი სულისგან, რადგან სამართლიანია ღმერთი და კაცთმოყვარე.
164. ღმერთს ცნობს და ღვთის მიერ იცნობა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოვლითურთ განუყრელი იყოს ღვთისგან, ხოლო ღვთისგან განუყრელი ის ადამიანი ხდება, რომელიც არის ყოველგვარად კეთილი და ყველა სიამოვნების მომთოკველი, თუმცა არა ამათი მოხ... იხილეთ სრულად
165. სიკეთე გაუკეთე შენს შეურაცხმყოფელს და მეგობრად გეყოლება ღმერთი. ნურავის წინაშე ნუ განაქიქებ შენს მტერს, იღვაწე სიყვარული, კეთილგონიერება, მოთმინება, თავშეკავება და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა ღვთის ცოდნა _ მდაბალცნობიერე... იხილეთ სრულად
166. იმათი მიზეზით, რომლებიც უღვთოდ ამბობენ, რომ მცენარეც და მწვანილიც სულიერია, დავწერე მე ეს თავი უმარტივესთათვის საცოდნელად: მცენარეებს აქვთ ბუნებითი სიცოცხლე, მაგრამ სული არა აქვთ, ხოლო ადამიანი "მოაზროვნე ცოცხალ არსებად" ითქმ... იხილეთ სრულად
167. როდესაც გაიცოცხლებ რაიმე სიამოვნების წარმოსახვას, დაიცავი შენი თავი, რომ მყისვე არ გახდე წარტაცებული მისგან, არამედ მცირედით დაახანე, გაიხსენე სიკვდილი და დაფიქრდი, რაოდენ უმჯობესია შეიცნო საკუთარი თავი, _ სიამოვნებისეული საც... იხილეთ სრულად
168. ისევე როგორც შობაში არის ვნება, რადგან რაც კი ამ ცხოვრებაში წარმოიშვება, იხრწნება კიდეც, ამგვარადვე არის ვნებაში ბოროტება. მაგრამ ნუ იტყვი, რომ არ შეუძლია ღმერთს ბოროტების აღმოფხვრა, რადგან ამის მთქმელი უგრძნობოდ და უგუნურად ... იხილეთ სრულად
169. მოკვდავნი თავიანთ თავს მტრობენ (ე.ი ამქვეყნიურ ვნებად სიამეებში ამყოფებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან სიკვდილის გარდუვალობა), წინდაწინ იციან რა, რომ არსებობს სიკვდილი; უკვდავება წმინდა სულს შთაენერგება იქიდან, რომ კეთილია იგ... იხილეთ სრულად