ურწმუნოების გულისსიტყვები სრულებით უგულებელყავი, რადგან ეშმაკისგანაა. მათი მიზანია, ბრძოლის უნარი წაგართვან, შემდეგ სიძვის ეშმაკს გადაგცენ და სულიერი სიკვდილი მოგიტანონ.
ურწმუნოების გულისსიტყვები სრულებით უგულებელყავი, რადგან ეშმაკისგანაა. მათი მიზანია, ბრძოლის უნარი წაგართვან, შემდეგ სიძვის ეშმაკს გადაგცენ და სულიერი სიკვდილი მოგიტანონ.
როგორც კი ბრძოლას დაიწყებ, მოგივა ამპარტავნების გულისსიტყვები, რომ ღვაწლში ხარ და ა. შ., ურწმუნოების გულისსიტყვები კი მოგშორდება; ამგვარად დაინახავ, ეშმაკები როგორ დაგვცინიან.
გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს.
გონება მუდმივად სულისთვის სასარგებლო აზრებით უნდა იყოს დაკავებული, რომ მზაკვარ ეშმაკს თავისუფლება არ მივცეთ, ათასი ცოდვილი აზრი მოგვიტანოს, რაც შებილწავს ჩვენს სულს და ღვთის წინაშე უწმინდურებად და დამნაშავეებად გვაქცევს.
შვილო, სიფრთხილით მოვეკიდოთ ჩვენს ყოველ ფიქრს, სიტყვასა და საქმეს, რომ არ დავამწუხროთ უტკბესი იესო, რომელმაც ჩვენთვის, დამნაშავეთათვის, სასტიკი და მტანჯველი სიკვდილი დაითმინა.
შვილო, გაფრთხილდი შენს გულისსიტყვებთან. მებრძოლი სული გქონდეს; მუდამ მზად იყავი, რომ გულისსიტყვებს დაუპირისპირდე. უკან ნუ დაიხევ, რადგან ყოველი დათმობა ძვირად დაგვიჯდება.
შეუპოვრად ებრძოლე, შვილო, მრავალნაირ მზაკვრულ გულისსიტყვას. შენს გულში ადგილს ნუ დაუთმობ მათ. ეს უწმინდურება შეგინების მეტს რას დატოვებს ჩვენს გულებში? მათზე განრისხება გმართებს და იესოს ლოცვით განსვენებას მიაღწევ.
ჩემო კარგო შვილო, მოიშორე ბილწი ფანტაზიები. ნუ დაუშვებ, რომ ცოცხალ სურათებად წარმოგიდგეს, რადგან ამით იწყება სულის ზნეობრივი დაცემა. ეს არის ყველა ბოროტების ძირი.
შეუპოვრად შეები ბილწ წარმოდგენებს, რისხვით, ღვთის შიშით, იესოს ლოცვის ორპირი მახვილით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, მტკიცედ მოუხმე, იღაღადე. იესო უხილავად შენ გვერდითაა, რომ შეგეწიოს. „ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას“... იხილეთ სრულად
მივიღე შენი წერილი, სადაც ზოგადად მკრეხელური გულისსიტყვების შესახებ მწერ. ეს გულისსიტყვები ამპარტავნებისგან იშვება. ამბობ, რომ განსაცდელმა შენი სულიდან ამპარტავნება განდევნა, ამაში ცდები. ხე ნაყოფით იცნობა, შედეგი კი – საწყისით.