ერთი ბერი წერს, რომ განსაცდელების რაოდენობა შეესაბამება ჩვენში არსებული ამპარტავნების ხარისხს.
ერთი ბერი წერს, რომ განსაცდელების რაოდენობა შეესაბამება ჩვენში არსებული ამპარტავნების ხარისხს.
ნამდვილი სიმდაბლე რომ გვქონოდა, ღვთის მშვიდობა დიდებით აფრიალდებოდა ჩვენი გულის საყდარზე, ყველაფერი დაწყნარდებოდა და დამშვიდდებოდა. ხოლო რადგან სიმშვიდე დარღვეულია, ჩანს, ქალაქში ამბოხებაა და იქ მსტოვრები არიან, რაც მოქალაქეთა, ან... იხილეთ სრულად
არ უნდა იკითხო მწვალებლური წიგნები, სრულიად უნდა უგულებელყო მკრეხელური გულისსიტყვები, როგორც უცხო და გარეშე. საჭიროა სიმდაბლით ლოცვა. თუ შემთხვევით ვინმესთან უთანხმოება გაქვს, შეურიგდი. თუ უდებება დაგეუფლა, მღვიძარება გმართებს. იხილეთ სრულად
როცა აბბა პამბოს გმობის სული დაეუფლა, ლოცულობდა: „უფალო, ასეთი გულისსიტყვებით როგორ ვცხონდები?“ უფლის ანგელოზმა კი მიუგო: „პამბო, პამბო, თავი დაანებე გარეშე საზრუნავს – გმობის გულისსიტყვებს და შენს ცოდვებზე იზრუნე“.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას, აქ საეჭვო არაფერია. საეკლესიო კრებებს სულიწმიდა წარმართავდა და რასაც წმინდა მამები ამბობდნენ, ღვთის სულის მიერ იყო ნაკარნახევი. ამის დასტური კი მათი წმინდა ნაწილებია.
შვილო, ოდნავაც ნუ მოგიცავს უიმედობა. ყოველი განსაცდელი, რომელიც თავს გვატყდება და გვაფორიაქებს, სასარგებლო წამალია.
განაგდე გონებიდან ყოველი სახე ან საკითხი, რაც გაშფოთებს და განსაცდელში გაგდებს. გონების წარმოსახვითი ნაწილი ნებისმიერი ადამიანის ხატებისგან გაათავისუფლე, განუწყვეტლივ იმეორე იესოს ლოცვა ბაგეებით და მაშინვე დაინახავ ამ გზის სარგებე... იხილეთ სრულად
შეეცადე ვინმეს ხატებამ ან მისდამი ლტოლვამ არ გაიმარჯვოს შენს გულსა და გონებაზე.
თავიდან ბოროტი, ჩვეულებრივ, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს გვახსენებს, რომ სულის სიმტკიცე შეგვირყიოს, ბრძოლის უნარი დაგვაკარგვინოს და დაგვამარცხოს, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ამიტომ მსუბუქად კი არ უნდა შევხედოთ ამა... იხილეთ სრულად
შვილო, მივიღე შენი წერილი. დავინახე, ეშმაკმა როგორ გაგათამაშა. ასეთ შემთხვევაში ნუ დამწუხრდები, არამედ ძალიან მარტივად მოეკიდე ამ დახელოვნებულ ოსტატს. როცა ურწმუნოების, გმობის და სხვა გულისსიტყვები მოაქვს, მხოლოდ ასე შეეწინააღმდეგ... იხილეთ სრულად