თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ.
ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას
იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადადებ ხვალისთვის.
ებრაული სიბრძნე გვასწავლის: "მე თუ ჩემი თავისთვის არა ვარ, მაშინ ვინ ვარ მე? და თუ ახლა არა, მაშინ როდისღა?" მართლაც, ვერავინ გააკეთებს იმას, რაც შენ შენი თავისთვის უნდა გააკეთო, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ ს...
იხილეთ სრულად
ებრაული სიბრძნე გვასწავლის: "მე თუ ჩემი თავისთვის არა ვარ, მაშინ ვინ ვარ მე? და თუ ახლა არა, მაშინ როდისღა?"მართლაც, ვერავინ გააკეთებს იმას, რაც შენ შენი თავისთვის უნდა გააკეთო, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რადგან ეგოიზმი დამღუპველია და არა აქვს მომავალი.
link
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: "ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად ...
იხილეთ სრულად
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: "ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად და ღრმად არ იფილოსოფოსებენ და ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება და ფილოსოფია არ გაერთიანდება, სახელმწიფო ბოროტებისგან ვერ გათავისუფლდება" ("სახელმწიფო"). ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.
link
აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც!
ცოდვის საშიშროება მუდმივად არსებობს. იგი ჩასაფრებული კართან გვიცდის, როგორც მრისხანე გაფრთხილება სიკვდილისა, ამიტომაც სიფხიზლის მოდუნება არავის ჰმართებს.
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას....
იხილეთ სრულად
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
link
ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას
წმ. ბასილი დიდის აზრით, სულიერი წინსვლის დაწყება შეუძლებელია ლოცვისა და მარხვის გარეშე, რადგან მხოლოდ მათი საშუალებით აღიდგენს ადამიანი დაკარგულ ღვთაებრივ "სამეუფო ხატს" და გაიხსნის გზას უფალთან მიახლებისათვის.