ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ - ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან;...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ - ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან; შემდეგ მოულოდნელად დაეცემიან საბრალო სულს და ჩიტივით წარიტაცებენ მას; და თუ დაეუფლებიან, დასცემენ მას ყოველგვარი ცოდვით ადრინდელზე უფრო უმოწყალოდ და ბოროტად.
ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს...
იხილეთ სრულად
ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს ყლორტები, რომლებიც დაუბრკოლებლად დაახშობენ კეთილ თესლს, გაჭირვებით დათესილსა და გახარებულს. ხშირად ჩვენი ზნეობრივი მიძინებისა და დაუდევრობის ერთი წუთი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენს გულში დამკვიდრდეს ბოროტება, რომლის ა...
უშფოთველობა მან კი არ მოიხვეჭა, ვინც ზოგჯერ ცოდვებს აუჯანყდება, ზოგჯერ კი მშვიდი და წყნარია, არამედ მან, ვინც განუწყვეტლივ აუღელვებელია; შეურყეველი რჩება, როდესაც ვნებების აღმძვრელი მიზეზი ცოცხალია, უპირატესად ის, ვისაც ორივე მათგ...
იხილეთ სრულად
უშფოთველობა მან კი არ მოიხვეჭა, ვინც ზოგჯერ ცოდვებს აუჯანყდება, ზოგჯერ კი მშვიდი და წყნარია, არამედ მან, ვინც განუწყვეტლივ აუღელვებელია; შეურყეველი რჩება, როდესაც ვნებების აღმძვრელი მიზეზი ცოცხალია, უპირატესად ის, ვისაც ორივე მათგანზე ფიქრისა ეშინია.
ვინც მხოლოდ ხორციელი შერყვნისაგანაა თავისუფალი, ნუ ჩათვლის თავს სრულიად წმიდად. არსებობს სულის შერყვნილობა, ისევე, - როგორც - ხორცისა. მრუშობა უწმინდურობაა, და ასევე - სიძუნწეც; ლოთობა უწმინდურებაა, მაგრამ ასევე - ამპარტავნებაც, შ...
იხილეთ სრულად
ვინც მხოლოდ ხორციელი შერყვნისაგანაა თავისუფალი, ნუ ჩათვლის თავს სრულიად წმიდად. არსებობს სულის შერყვნილობა, ისევე, - როგორც - ხორცისა. მრუშობა უწმინდურობაა, და ასევე - სიძუნწეც; ლოთობა უწმინდურებაა, მაგრამ ასევე - ამპარტავნებაც, შურიც, მრისხანებაც. ერთი ადამიანს უწმინდურ ცხოველს მიამსგავსებს, მეორე კი - არაწმიდა სულს - ეშმაკს.
ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა.
ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან: ზღვის ტალღების დაწყნარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის ყოვლისშემძლე მადლს, თუ თვითონ გული არ გაუწევს წინააღმდეგობას მის მოქმედებას.
როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი მაცდუნებელი განსაცდელი შემოგეპარათ, მეყსეულად აიღეთ მაგალითი პატარა ბავშვებისგან: მტაცებელი ცხოველის დანახვაზე შიშისგან სწრაფად გარბიან ისინი მამის ან დედის მკლავებისკენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მა...
იხილეთ სრულად
როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი მაცდუნებელი განსაცდელი შემოგეპარათ, მეყსეულად აიღეთ მაგალითი პატარა ბავშვებისგან: მტაცებელი ცხოველის დანახვაზე შიშისგან სწრაფად გარბიან ისინი მამის ან დედის მკლავებისკენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათ საშველად უხმობენ. ყოველგვარი განსაცდელის ან საფრთხის დროს თქვენც სასწრაფოდ გაეშურეთ უზენაესისაკენ, ევედრეთ მას შეწევნა და შემწეობა.