რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი...
იხილეთ სრულად
რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი ადამიანები მრისხანების წუთებში ხშირად ცდებოდნენ და ისე მსჯელობდნენ, რომ შემდეგ რცხვენოდათ.
გაღიზიანება სულის თრობაა: იგი ისევე აკარგვინებს მას გონებას, როგორც - ღვინო. წარმოიდგინე განრისხებული ადამიანი. იგი საკუთარი თავის პატრონი აღარაა: ვერ ცნობს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს, ყველას თავს ესხმის, ამბობს ყველაფერს, რაც გ...
იხილეთ სრულად
გაღიზიანება სულის თრობაა: იგი ისევე აკარგვინებს მას გონებას, როგორც - ღვინო. წარმოიდგინე განრისხებული ადამიანი. იგი საკუთარი თავის პატრონი აღარაა: ვერ ცნობს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს, ყველას თავს ესხმის, ამბობს ყველაფერს, რაც გონებაში აზრად მოუვა; იგი თავშეუკავებელია, ილანძღება, ამტვრევს, იმუქრება, იფიცება, ყვირის.
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისგან ქმნის სხვებისთვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს; მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს - რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს,...
იხილეთ სრულად
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისგან ქმნის სხვებისთვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს; მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს - რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს, მეტყველება უწყდება, მთელი სახე თითქოს მობრეცილი აქვს. სწორად ბრძანა ბრძენმა: მრისხანე კაცი უგუნურია (იგავნ. 11, 25).
განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე.