თქვენი დაძაბუნების, დაუძლურებისა და სულით დაცემისთვის სატანა სხვადასხვაგვარ მახეს იყენებს. თქვენ კი მისი ბოროტი ხრიკები გამოიცანით და საპირისპიროდ იმოქმედეთ.
ახლა, სანამ დრო გვაქვს, სანამ ფული მთლიანად არ დაგვიხარჯავს და ჯერ კიდევ ხელთ გვაქვს, საღი გონებით დავფიქრდეთ მაწანწალა სოფელზე, რომელიც ჩვენს გაძარცვას ცდილობს. აყროლებული მკვდარი ძაღლივით მოვისროლოთ იგი და გავიქცეთ, რომ ამ ფულით...
იხილეთ სრულად
ახლა, სანამ დრო გვაქვს, სანამ ფული მთლიანად არ დაგვიხარჯავს და ჯერ კიდევ ხელთ გვაქვს, საღი გონებით დავფიქრდეთ მაწანწალა სოფელზე, რომელიც ჩვენს გაძარცვას ცდილობს. აყროლებული მკვდარი ძაღლივით მოვისროლოთ იგი და გავიქცეთ, რომ ამ ფულით შევიძინოთ ღირებული საქმეები, რომელიც ცეცხლში გამოცდისას კიდევ უფრო გაბრწყინდება და ღვთისთვის შესაფერის საჩუქრებად იქცევა, ზეციური იერუსალიმის შესამკობად. თივას კი, ანუ იმ საქმეებს, რომლითაც წყვდიადსა და სატანჯველს მოვიწ...
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დედამიწაზე მრავალი განცხრომისა და სიამის საწყისია ცათა სასუფეველში. ამის საპირისპიროდ, გარყვნილი ადამიანი ამსოფლიური ტკბობის სანაცვლოდ იძულებულია საუკუნო სასჯელი ეშმაკთან – ბიწიერების მთავარ მოთავესთან ერთად გაიზიაროს.