ღმერთს განცხრომა მარადიული ცხოვრებისთვის აქვს შემონახული, რადგან ჩვენი სული, როგორც ღმერთი, უკვდავია. შეუძლებელია ამქვეყნიური სიხარულის შედარება ღვთის წმინდა და უბიწო სიხარულთან.
სოფელი ახალგაზრდობას მაგნიტივით იზიდავს. ახლად მოქცეულ სულზე, რომელმაც ცხოვრების მიზანი და მოვალეობა ახლახან დაინახა, ყოველივე ამქვეყნიურს დიდი ძალა აქვს.
სიკვდილი ყოველ წამს გვემუქრება, რომ საიქიოში ღვთის სამსჯავროზე გაგვგზავნის. მაშ, რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოვემზადოთ ღვთის წინაშე კეთილი სიტყვისგებისთვის ჩვენი ცოდვების გამო!
ყოველგვარი დანაკარგის თავიდან შეძენა შესაძლებელია ქალწულების გარდა. ეს არის უწმინდესი ცხოვრება უსჯულოებათა და უხამს შეცოდებათა გარეშე. ანგელოზთა მხედრობა ხარობს, როცა თუნდაც ერთი თანამოღვაწე ემატება. საშურია ეს ადგილი. შვილო, განა...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი დანაკარგის თავიდან შეძენა შესაძლებელია ქალწულების გარდა. ეს არის უწმინდესი ცხოვრება უსჯულოებათა და უხამს შეცოდებათა გარეშე. ანგელოზთა მხედრობა ხარობს, როცა თუნდაც ერთი თანამოღვაწე ემატება. საშურია ეს ადგილი. შვილო, განა შენც არ ისურვებდი ამ ადგილის დაკავებას? იმედი მაქვს, ეს მადლის საქმე შენში დიდებით გასრულდება ჯვარცმული უფლის სადიდებლად.
ზეციერი მამა ქალწულია, მისი ძე – უფალი ჩვენი იესო – ქალწული, ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე – ქალწული, მაგრამ რა ადგილი მივუჩინო ქალწულ მარიამს, ჩვენს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელიც მებრძოლ ქალწულთა მცველი ზღუდეა?!