მოიძებნა 2390 ჩანაწერი
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
თემა: შრომა, გულის განწმენდა, ცრემლი, გლოვა ცოდვების გამო, გული, ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება
ვნებები და ცუდი ჩვევები, გულის ნიადაგზე აღმოცენდება. მათი ეკლიანი ფესვები მრავალი შრომით, ოფლითა და ცრემლით ამოიძირკვება, რომ გულის ნიადაგი განიწმინდოს და იქ თესლი – ღვთის სიტყვა – დაითესოს.
link
დასაწყისში ქრისტესმიერ ცხოვრებას დიდი შრომა სჭირდება და თან სხვადასხვა განსაცდელი ახლავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მცირდება და სულიერი ნუგეში მოდის – ღვთის მადლის მოხილვის ჟამს სულიერ ტკბობასა და სიხარულს განიცდი.
link