არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ. ის ვინც გამუდმებულად გლოვობს ღვთისმიერ, იგი ყოველდღიურად და დაუსრულებლ...
იხილეთ სრულად
არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ. ის ვინც გამუდმებულად გლოვობს ღვთისმიერ, იგი ყოველდღიურად და დაუსრულებლად დღესასწაულობს (სულიერად); ხოლო ვინც მუდამ ხორციელად დღესასწაულობს, მას მარადიული გლოვა მოელის.
link
დიდად გასაკვირი არ არის, თუ გლოვა სწორად იწყება და არასწორი ცრემლებით მთავრდება; მაგრამ ჭეშმარიტად საქებარია, თუ მცდარი ან ბუნებითი გლოვისაგან სულიერ გლოვას მივაღწევთ. ამ ნათქვამის აზრი ცხადია მათთვის, ვისაც პატივმოყვარეობისკენ აქ...
იხილეთ სრულად
დიდად გასაკვირი არ არის, თუ გლოვა სწორად იწყება და არასწორი ცრემლებით მთავრდება; მაგრამ ჭეშმარიტად საქებარია, თუ მცდარი ან ბუნებითი გლოვისაგან სულიერ გლოვას მივაღწევთ. ამ ნათქვამის აზრი ცხადია მათთვის, ვისაც პატივმოყვარეობისკენ აქვს მიდრეკილება.
ნუ ერწმუნები შენს ცრემლებს, ვიდრე ვნებათაგან სრულად არ განიწმინდები; რადგან ის ღვინო, რომელიც საწნახელიდან პირდაპირ ჭურჭელში ჩაედინება, საიმედო ჯერ კიდევ არ არის.
link
მამათაგან მრავალი ამბობს, რომ ცრემლის მნიშვნელობა მრავალგვარია და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, განსაკუთრებით - დამწყებთათვის. ის შეიძლება იყოს გამოწვეული: ბუნებისგან, ღვთისაგან, არასწორი მწუხარებისგან და ჭეშმარიტი მწუხარებისაგან, ა...
იხილეთ სრულად
მამათაგან მრავალი ამბობს, რომ ცრემლის მნიშვნელობა მრავალგვარია და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, განსაკუთრებით - დამწყებთათვის. ის შეიძლება იყოს გამოწვეული: ბუნებისგან, ღვთისაგან, არასწორი მწუხარებისგან და ჭეშმარიტი მწუხარებისაგან, ამპარტავნებისგან, სიძვის ვნებისგან, სიყვარულისგან, სიკვდილის ხსოვნისგან და სხვა მრავალნაირი აღძვრისგან.
ყოველივე ეს ღვთის შიშით გამოვიკვლიოთ და შევეცადოთ, ის წმიდა და უზაკველი ცრემლი მოვიპოვოთ, რომელიც ჩვენი სხეულთან გაყრ...
link
ჭეშმარიტი გლოვა ტკივილია სულისა, რომელიც კი არ თავმაღლობს და არც რამენაირი განშვების ნებას აძლევს თავს, არამედ მუდმივად ამქვეყნიდან საკუთარ გასვლას წარმოიდგენს და როგორც მაცოცხლებელ წყალს - ნუგეშს ელის მხოლოდ ღვთისგან, რომელიც თავ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი გლოვა ტკივილია სულისა, რომელიც კი არ თავმაღლობს და არც რამენაირი განშვების ნებას აძლევს თავს, არამედ მუდმივად ამქვეყნიდან საკუთარ გასვლას წარმოიდგენს და როგორც მაცოცხლებელ წყალს - ნუგეშს ელის მხოლოდ ღვთისგან, რომელიც თავმდაბალ მონაზონთა ხვედრია. ვინც გულისტკივილით ჭეშმარიტი გლოვა მოიხვეჭა და ამით ქვეყნიური ცხოვრება მოიძულა (ვითარცა შრომით აღსავსე და ცრემთა და სნეულებათა მიზეზი), ის საკუთარ სხეულს - როგორც მტერს, ისე ეპყრობა.
link
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ე...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ერთმანეთში ერევათ საკუთრივ თავისუფლება და ადამიანი სნების თავისუფლება, ანუ თვითნებობა.
თავისუფლება ღვთისგან მონიჭებული ერთ-ერთი უნთავრესი უნარია, რითაც ადამიანში ადამიანობა იზომება. ადამიანს შეუძლია განარჩიოს კეთილი და ბო...
link
რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით - ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვსცეთ თაყვანი. თ...
იხილეთ სრულად
რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით - ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვსცეთ თაყვანი. თუ თავისუფალი ხარ და არა ხარ მონა - სიმართლის თაყვანისმცემელი იქნები. ძალას გინდა თაყვანი სცე და დაუხარო თავი? - მაშინ მონა ხარ, ადამიანო, თუმცა თავი თავისუფალი გგონია. ვერ იქნები თავისუფალი, ვიდრე მონა ხარ! მონა ძალას ემ...
link
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ შეუძლია; ამ დროს მხოლოდ ის სურს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა სამოთხეში, უკვე აღარ უნდოდა და აღარც ...
იხილეთ სრულად
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ შეუძლია; ამ დროს მხოლოდ ის სურს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა სამოთხეში, უკვე აღარ უნდოდა და აღარც შეელო ღმერთთან ყოფნა, ეშინოდა მასთან ყოფნისა და იტანჯებოდა. ჩვენს დაცემულ ბუნებასაც ემართება: გავურბივართ ღმერთს, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით და იმას ვაკეთებთ რაც ჩვენ გვინდა და მოგვწონს, რაც ღმერთისათვის სათნო...
link
ზეციური მამის ძენო და მისი სუფევის მემკვიდრენო, მისდიეთ, იჩქარეთ, იტირეთ, გიხაროდეთ, აცვრიეთ სიყვარულის ცრემლი. ჩაიძირეთ თქვენი გონებით მასში, ვინც თავისი სხეული ჩაფლა მიწაში, რათა ჩვენ ვეცხონებინეთ. ტკბილი იესო გარდამოხდა, რათა ჩ...
იხილეთ სრულად
ზეციური მამის ძენო და მისი სუფევის მემკვიდრენო, მისდიეთ, იჩქარეთ, იტირეთ, გიხაროდეთ, აცვრიეთ სიყვარულის ცრემლი. ჩაიძირეთ თქვენი გონებით მასში, ვინც თავისი სხეული ჩაფლა მიწაში, რათა ჩვენ ვეცხონებინეთ. ტკბილი იესო გარდამოხდა, რათა ჩვენ ავმაღლებულიყავით, მოკვდა და აღდგა, რათა ჩვენ აღვედგინეთ. გუხაროდეთ, იშვებდით, რადგან ღირსნი გახდით მისი ძეობისა, დატკბობისა მისი მარადიული სიკეთეებით და ჯერ კიდევ აქ თანასიხარულისა მის უსაზღვრო სიყვარულში
link
ყველა წმინდანმა მრავალი ქება უძღვნა ღმრთისმშობელს, მაგრამ მე, გლახაკმა, ვერ ვპოვე იფრო მშვენიერი და ტკბილი ქება, ვიდრე მისი მოწოდება და ყოველ წამს მოხმობა: "დედაპ! ჩემო ტკბილო დედავ! დაე მიიღოს შენმა ხელებმა ჩემი სული და მათ გადას...
იხილეთ სრულად
ყველა წმინდანმა მრავალი ქება უძღვნა ღმრთისმშობელს, მაგრამ მე, გლახაკმა, ვერ ვპოვე იფრო მშვენიერი და ტკბილი ქება, ვიდრე მისი მოწოდება და ყოველ წამს მოხმობა: "დედაპ! ჩემო ტკბილო დედავ! დაე მიიღოს შენმა ხელებმა ჩემი სული და მათ გადასცენ იგი თავის შემოქმედს, მხოლოდშობილ ძეს. სხვა არაფერი გვსურს, ჩემო ტკბილო დედავ, თუ არა ღმრთაებრივი აღგზნებისას მოტყინარე სიყვარულის სახმილში სულის განტევება, როცა გიზგიზებს ჩვენი სული და გონება ჩერდება და ქრის კეთილსურ...
link
თუკი შინაგანი ლოცვა გიყვართ, იტანჯეთ და შეიურვეთ იესოს მოხმობისას. და იგი გაგეხსნებათ მოტყინარე სიყვარულში, რომელიც ყველა ვნებას წვავს. და დაემსგავსებით ძლიერ შეყვარებულს, რომელსაც საყვარელი სახის გახსენებისას მყისვე გული უთრთის, ...
იხილეთ სრულად
თუკი შინაგანი ლოცვა გიყვართ, იტანჯეთ და შეიურვეთ იესოს მოხმობისას. და იგი გაგეხსნებათ მოტყინარე სიყვარულში, რომელიც ყველა ვნებას წვავს. და დაემსგავსებით ძლიერ შეყვარებულს, რომელსაც საყვარელი სახის გახსენებისას მყისვე გული უთრთის, თვალებიდან კი ცრემლი სდის. ასეთი ღმრთაებრივი წადილისა და სიყვარულის ცეცხლი უნდა გიზგიზებდეს გულში. ისე რომ, როგორც კი გაიგონებს ან იტყვის: "უფალო იესო ქრისტე ჩემო, ტკბილო საყვარელო!" ან "უტკბესო დედავ, ყოვლადწმინდაო ქალწ...
link