მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
ლოცვით ადამიანის მთელი არსება განიწმინდება. ეს ერთადერთია, რასაც ვერ მიაღწევს ის, ვინც სისხლის დათხევამდე არ იბრძოლებს.
რა არის ლოცვაზე მშვენიერი! ვინც ლოცულობს, მისი გონება ნათლდება და შეიცნობს, თუ რა არის ღვთის ნება. როდის შეიცნობს მას? რა თქმა უნდა, როცა სწორად ლოცულობს. და როდის ლოცულობს სწორად? როცა ღვთისადმი ლოცვას ყველა მართებული შემადგენელი... იხილეთ სრულად
რა არის ის, რაც ლოცვას დაატკბობს? სიმდაბლე, ცრემლები, თავისბრალობა, უბრალოება, განსაკუთრებით კი სიყვარულთან შეზავებული მორჩილება. ლოცვა ნათელს ჰფენს, ეს ნათელი კი ღვთისთვის სასურველი სწორი გზის მაჩვენებელია.
როცა ვნებიანი გულისსიტყვებით ხართ მოცულნი, გულმოდგინედ, გულდასმით დაიწყეთ ლოცვა და მაშინვე იგრძნობთ სარგებელს – შვებას. მტკიცედ გეპყრათ იესოს ლოცვა.
ლოცვის დროს ყურადღებას ნუ მიაქცევ გულისცემას. გონებადაფანტულობის გარეშე, მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე გაამახვილე ყურადღება. ეს არის ლოცვის ცენტრი და მიზანი.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა; ის ყველაფერს გამოასწორებს, რადგან ვინც ლოცულობს, ნათლდება, ხოლო მას, ვინც ჩემსავით ზარმაცობს ლოცვაში, გონება უბნელდება.