მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
თავი აიძულეთ იესოს ლოცვისთვის. ის გახდება თქვენთვის საჭმელიც, სასმელიც, სამოსელიც, ნათელიც, ნუგეშიც და სულიერი ცხოვრებაც. ის მლოცველისთვის ყველაფერია.
გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლე ჩაიკარით გულში და მაშინ გაიგებთ, რომ სასუფეველი ღვთისა ჩვენ შორისაა.
ბოროტ აზრებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ გაბატონდნენ თქვენზე. მაშინვე ლოცვით განაგდეთ ისინი. ოჰ, რა სასწაულებს ახდენს ეს ლოცვა!
ხმამაღლა იმეორეთ ლოცვა და თქვენი მფარველი ანგელოზი სულიერ კეთილსურნელებას მოგგვრით! ანგელოზები ხარობენ, როცა მონაზონი ტკბილი იესოს ლოცვას ამბობს. დაე, იესო ყოფილიყოს სიხარული თქვენი სულებისთვის.
განუწყვეტლივ იმეორეთ ლოცვა. „ეს არის კურთხეული დასაწყისი!“ ნუ მიგატოვებთ ლოცვა, უფრო სწორად, თქვენ ნუ მიატოვებთ მას, სულის სიცოცხლეს, გულის სუნთქვას, კეთილსურნელოვან გაზაფხულს, რომელსაც მოღვაწე სულისთვის სულიერი გაზაფხული მოაქვს.
შვილებო, ლოცვა და სიმდაბლე უძლეველი იარაღია, რომელიც მოუდუნებელი ყურადღებით სულ ხელთ უნდა გვეპყრას, რადგან, ღვთის შეწევნით, ის ეშმაკებზე გამარჯვებას მოგვიტანს.
მოითმინეთ, შვილებო, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. მტკიცედ იმეორეთ ლოცვა. გონებას მიწიერზე ფიქრით ნუ გაფანტავთ, თუნდაც მრავალი საზრუნავი გქონდეთ. მათ, როგორც წარმავალს, ისე შეხედეთ. მხოლოდ ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეთ მუდამ თვალწინ... იხილეთ სრულად
თუ მტკიცედ და განუწყვეტლივ ილოცებთ, არ დაეცემით; ხოლო თუ ლოცვაში უდებებას გამოიჩენთ, მაშინ იცოდეთ, რომ სრულ დაცემამდე მიხვალთ.