თუ განსაცდელის დროს ვეცდებით ლოცვა მტკიცედ შევინარჩუნოთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ეშმაკზე და ძლევას ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელს მივაკუთვნებთ.
თუ განსაცდელის დროს ვეცდებით ლოცვა მტკიცედ შევინარჩუნოთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ეშმაკზე და ძლევას ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელს მივაკუთვნებთ.
შვილო, ღვთაებრივ ციხე-სიმაგრეთა დასაცავად იესოს ლოცვით შეიარაღებულმა იბრძოლე, რადგან მებრძოლს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოსგან დაწნული გვირგვინით კი არ შეამკობენ, არამედ საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით! ღირს ამისთვის ბრ... იხილეთ სრულად
ჩემო შვილებო, ღვთის სიყვარულისთვის გთხოვთ, ჩვენი იესოს ლოცვას სულ მცირე ხნითაც ნუ შეწყვეტთ. თქვენმა ბაგეებმა მუდმივად იჩურჩულოს ეშმაკისა და მისი მანქანების განმაქარვებელი იესოს სახელი. განუწყვეტლივ ვუხმოთ საშველად ქრისტეს და ის მთ... იხილეთ სრულად
როგორც გავარვარებულ რკინას ვერავინ მიეკარება და მოიპარავს, ასევეა ის სული, რომელიც იესოს მხურვალე ლოცვით არის ანთებული. ეშმაკები მას ვერ უახლოვდებიან. რატომ? თუ შეეხებიან, დაიწვებიან იმ ღვთიური ცეცხლით, რომელსაც უფლის სახელი შეიცა... იხილეთ სრულად
ის, ვინც ლოცულობს, ღვთივგანათლებული ხდება, ვინც არა – გონება უბნელდება. ლოცვა ღვთაებრივი ნათლის მომცემია. ამიტომ ყველა, ვინც სწორად ლოცულობს, ნათლით მოსილია და ღვთაებრივი სული მკვიდრობს მასში.
თუ მოწყინება, უდებება და გულგრილობა გვიახლოვდება, შიშით, ტკივილით და გონების დიდი სიფხიზლით ვილოცოთ და ღვთის მადლით ნუგეშისა და სიხარულის სასწაული სწრაფად აღსრულდება ჩვენზე.
თუ ადამიანი ლოცულობს, შეუძლებელია, მას ძვირისხსენება ჰქონდეს და ნებისმიერი შეცდომა არ აპატიოს მოყვასს – იესოს ლოცვის ცეცხლთან მიახლოებისას ყველაფერი ფერფლად იქცევა.
იესოს ლოცვის ცეცხლთან მიახლოებისას ყველაფერი ფერფლად იქცევა.
შვილებო, იღვაწეთ იესო ქრისტეს მაცხონებელი და წმინდა ლოცვით, რომ ნათელს ასხივებდეთ და განიწმინდოთ. ჩემთვისაც ილოცეთ, უდებისა და ცოდვილისთვის, რომ შემიწყალოს ღმერთმა მეც, მრავალი ცოდვისა და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე.
მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება.