ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
კუჭი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა
კარგად დავაკვირდეთ და მივხვდებით, რომ ესაა ჩვენზე მოწევნული მხურვალების ერთადერთი მიზეზი
მმარხველის გული ფხიზლად ლოცულობს, ხოლო თავშეუკავებელის გონება არაწმინდა ოცნებებითაა სავსე
მუცლის გაძღომა ცრემლთა წყაროს დაშრეტს
ვინც საკუთარ მუცელს ემსახურება და ამასთან სიძვის სულის დამარცხება სურს, იმას ჰგავს, ვინც ზეთით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას
როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ კუჭი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან
საკუთარი თავი დღის პირველ საათზე, შუადღისას და საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე გამოსცადე და ამგვარად მარხვის სარგებელს შეიცნობ
კუჭი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო. რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს
მთელი ძალებით აღუდექი წინ ამ მტანჯველს და მხნედ იყავი, რათა ყურადღება არ მოგიდუნდეს, რადგან თუ ცოტას მაინც გაირჯები, უფალი შეგეწევა
ტყავის რუმბები, თუ კარგად უვლიან მათ, იჭიმება და გაცილებით მეტ სითხეს იტევს, ვიდრე უყურადღებოდ მიტოვებული, რომლებიც ჩვეულ ზომას ვეღარ უბრუნდებიან