უპირველეს ყოვლისა, ის, ვინც უფლისაგან მადლს ითხოვს, უნდა ითმენდეს განსაცდელებსა და გასაჭირს, როგორი სახითაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი. ხოლო თუკი განსაცდელის ჟამს ის აღშფოთებულია და არ იჩენს საკმარის მოთმინებას, მადლიც არ მოვა საკმარ...
იხილეთ სრულად
უპირველეს ყოვლისა, ის, ვინც უფლისაგან მადლს ითხოვს, უნდა ითმენდეს განსაცდელებსა და გასაჭირს, როგორი სახითაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი. ხოლო თუკი განსაცდელის ჟამს ის აღშფოთებულია და არ იჩენს საკმარის მოთმინებას, მადლიც არ მოვა საკმარისი, სათნოებაც ვერ აღწევს სრულყოფილებას და ნიჭის ღირსიც არ ხდება
link
მაშინვე, როგორც კი ადამიანი ჭეშმარიტად მოინანიებს, მას მადლი უახლოვდება და მოშურნეობით მრავლდება. გამოცდილება კი მრავალწლიან ღვაწლს საჭიროებს
გამოცდილება ქმედების მეშვეობით მოიპოვება დროთა განმავლობაში. მადლი კი იმიტომ იწოდება მადლად, რომ უსასყიდლოდ - საბოძვარით ეძლევა, რომელიც ღმერთზეა დამოკიდებული და მიეცემა რწმენის სითბოს, სიმდაბლისა და კეთილი განზრახვის შესაბამისად
მაშ ასე, შენ მეკითხები, ორიდან ვინ უფრო სწრაფად იღებს მადლს: დაყუდებული და მორჩილი. უეჭველად მორჩილი შეგირდი მადლსაც სწრაფად იღებს და მუდამ უსაფრთხოდაც არის: არ ეშინია არც დაცემისა და არც დაკარგვის. ოღონდაც კი მცონარებას არ მიეცეს...
იხილეთ სრულად
მაშ ასე, შენ მეკითხები, ორიდან ვინ უფრო სწრაფად იღებს მადლს: დაყუდებული და მორჩილი. უეჭველად მორჩილი შეგირდი მადლსაც სწრაფად იღებს და მუდამ უსაფრთხოდაც არის: არ ეშინია არც დაცემისა და არც დაკარგვის. ოღონდაც კი მცონარებას არ მიეცეს. ხოლო როცა ადამიანში ქრისტე დაივანებს, ის მარტოც და მრავალთა შორისაც მდუმარეა, და ყველგან მშვიდობა აქვს
link
გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები: ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო ...
იხილეთ სრულად
გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები: ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო დამოკიდებული, თავისუფლდება ყოფითი საზრუნავისაგან და, განუწყვეტლივ წარმოთქვამს რა ლოცვას, სრულიად აღარ მიმოიტაცება. და მაშინ ხვდები, რომ იგი განიწმინდა. რადგან უკვე აღარ იდრიკება უკეთურისა და უწმინდურისაკენ, რომელსაც ხედა...
link
გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი - დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩას...
იხილეთ სრულად
გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია. ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი - დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმ. წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.მაშ ასე, როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას, რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს - საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ როცა აძლევ ...
link
ბერი ეგნატე იყო მრავალი წლის ბრმა, ხანგრძლივი დროის მანძილზე სულიერი მოძღვარი ოთხმოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, შინაგანად და დაუცადებლად მლოცველი. ლოცვის გამო მისი ბაგე ისეთ კეთილსურნელებას გამოსცემდა, რომ ნებისმიერი ადამიანი მოხარული...
იხილეთ სრულად
ბერი ეგნატე იყო მრავალი წლის ბრმა, ხანგრძლივი დროის მანძილზე სულიერი მოძღვარი ოთხმოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, შინაგანად და დაუცადებლად მლოცველი. ლოცვის გამო მისი ბაგე ისეთ კეთილსურნელებას გამოსცემდა, რომ ნებისმიერი ადამიანი მოხარული იყო მის სიახლოვეს ესაუბრა
link
როცა ჩვენი უფლის სიყვარული აღაგზნებს ადამიანის სულს, ზომიერება მეტად ვეღარ ხელმწიფებს მასზე, და იგი თავისუფლდება მისი ჭეზღუდვილობისაგან. ამიტომ იგი "გარე განაგდებს შიშს" და თუკი რაიმეს წერს, რაიმეს ამბობს, უზომობისაკენ იხრება. მაგ...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენი უფლის სიყვარული აღაგზნებს ადამიანის სულს, ზომიერება მეტად ვეღარ ხელმწიფებს მასზე, და იგი თავისუფლდება მისი ჭეზღუდვილობისაგან. ამიტომ იგი "გარე განაგდებს შიშს" და თუკი რაიმეს წერს, რაიმეს ამბობს, უზომობისაკენ იხრება. მაგრამ თუკი ამ მადლიან დროს რაიმეს ამბობს კიდეც, ღმრთაებრივი სიყვარულის მოგიზგიზე ნათლის წინაშე ყველაფერი ის, რასაც ამბობს, მცირეა. შემდეგ, როცა გული შემოიკრიბება და ღრუბელი უკან-უკან წავა, მაშინ შუაში გამოდის ზომა და საზომ...
link
მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ადამიანს თავისი თავის მშვიდობაც მიანიჭა. ადამიანისათვის დიდი უბედურებაა, როდესაც ის თავის თავს ვერ ურიგდება, როდესაც მას არ აქვს სულიერი სიმშვიდე, განუწყვეტლივ სინდისის ქენჯნას განიცდის. მაგრამ ეს უბედუ...
იხილეთ სრულად
მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ადამიანს თავისი თავის მშვიდობაც მიანიჭა. ადამიანისათვის დიდი უბედურებაა, როდესაც ის თავის თავს ვერ ურიგდება, როდესაც მას არ აქვს სულიერი სიმშვიდე, განუწყვეტლივ სინდისის ქენჯნას განიცდის. მაგრამ ეს უბედურება აქამდის ყველას საერთო ხვედრი იქნებოდა, თუ რომ აღდგომილ ქრისტეში რწმენით, მისი მხსნელი დამსახურების ათვისებით, არ მიგვეღო სინდისის კმაყოფილება. ჩვენში, ჩვენს სულიერ მდგომარეობაში ბრძოლას და შეძრწუნებას ცოდვა იწვევს. ...
link
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდის, ადამიანებს არ ჰქონიათ მშვიდობა არც ღმერთთან, არც მოყვასთან, არც თავის თავთან. თუმცა ქრისტეს შობით დაიწყო ჩვენს მიერ შეურაცხყოფილი ღვთის მართლმსაჯულებასთან შერიგება, გაგრძელდა შემდეგ ღმერთ-კაცის ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამდის, ადამიანებს არ ჰქონიათ მშვიდობა არც ღმერთთან, არც მოყვასთან, არც თავის თავთან. თუმცა ქრისტეს შობით დაიწყო ჩვენს მიერ შეურაცხყოფილი ღვთის მართლმსაჯულებასთან შერიგება, გაგრძელდა შემდეგ ღმერთ-კაცის ანუ ქრისტეს ქვეყნად მოსვლით, და დასრულდა ჯვარცმული მისი სიკვდილით. მაგრამ ჩვენთვის მომკვდარი ქრისტე რომ მკვდრეთით არ აღმდგარიყო, არავის ჩვენთაგანს არ შეეძლო ღმერთთან ნამდვილი კავშირის გაბმა, ვინაიდან ადამიანის ღმერთთან შ...
link