ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
რაც არ უნდა ფართო იყოს შენი ყოველდღიური საქმიანობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს შენი ყოველდღიური შრომა, რომლითაც არსებობის პურს მოიპოვებ, უეჭველია, რომ შეგიძლია, სულ ცოტაოდენი დრო გამოუყო დღისა და ღამის დასაწყისი საათებიდან ლოცვით საუბარს ღმერთთან და დღის განმავლობაში წუთი მაინც გამონახო, რათა ფიქრით მიმართო ღმერთს - და თუ ეს შესაძლებელია, თვით მეცადინეობის ან საქმიანობის დროსაც განუწყვეტლივ ილოცო. "საქმე ხელშია, - ამბობს ერთი მოსაგრე, - ლოცვა კი - ბაგეებზე".
გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების შეძენაცა არ არის ადვილი; ღვთისმსახურებაცა მოითხოვს ჩვენგან დიდსა შრომასა და მოთმინებასა; ჭეშმარიტ არს ესე ძმაო, გარნა უკეთუ შრომა და მოთმინება მიუცილებელი არის კაცისათვის ამ სოფელში, არ გირჩევნია ძმაო ჩემო, ღვთისათვის და სულის ცხოვნებისათვის მიიღო შრომა და ტვირთი, ვიდრე დამონებული ცოდვისადმი, ცოდვისაგანვე მიიღო სასჯელი და უბედურება თვით აქ, ამ ქვეყანაზედვე და უმეტესად დაუსრულებელი ტანჯვა მომავალსა საუკუნესა?
თემა: სათნოებებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ერთმა ძმამ ჰკითხა აბბა აღათონს: მითხარი, აბბა, რა უფრო დიდია, სხეულისმიერი შრომა, თუ გულის დაცვა? აბბამ უპასუხა: ადამიანი ხეს წააგავს, სხეულით შრომა ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა - ნაყოფი. რადგანაც წმ. წერილი გვეუბნება: რომ ყველა ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოიკუეთოს და ცეცხლსა დაედვას (მათე 3, 10), ამიტომ ცხადია, ჩვენი ყველანაირი მცდელობა ნაყოფისაკენ უნდა მივმართოთ, ანუ გონებას გავუფრთხილდეთ. თუმცა ჩვენთვის ფოთოლიც საჭიროა, ანუ სხეულისმიერი შრომა.
თემა: გულის განწმენდა, საქმეავტორი: წმ. გრიგოლ სინელი
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
"ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვთაებრივი ზიარებით ქრისტე ჩვენში დებს უკვდავების თესლს, როგორც ამის შესახებ თვითონ ბრძანებს: "ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუნაისკნელსა მას დღესა" (იოანე 6, 54).
კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა ასე განსაზღვრა შრომის როლი: "ეს პატარა სიტყვა გრანდიოზულია თავისი მნიშვნელობით... სულელს ის ჭკვიანად აქცევს, ჭკვიანს - ბრწყინვალედ, ბრწყინვალეს - შეუპოვრად და გაწონასწორებულად. ყმაწვილებისთვის მოაქვს იმედი, ზრდასრულთათვის - დაჯერებულობა, ხნიერთათვის - დასვენება. შრომას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ მედიცინის მიღწევებს უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე; ეს მხოლოდ პროგრესის საზომი კი არაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მიღწევების საზომიცაა".
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, ლოცვა და შრომა ყოველდღიურ წესად ექციათ.
მოციქული პეტრე ჰკითხავს მაცხოვარს: „აჰა, ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რამე იყოს ჩვენდა?“ ხოლო იესო ჰრქვა მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ თქვენ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა რაჟამს დასჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“. აჰა რას მიაგებს უხვი და უხვად მიმცემელი უფალი ერთგულთა თვისთა მონათა. ჩვენც გვექმნება ძმაო სასოება მისა, უკეთუ ვბაძავთ შრომასა და მოთმინებასა მათსა.
თემა: მოთმინებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ფიზიკური შრომა ამდაბლებს, შუალედებს ავსებს, აზრებს კი ხეტიალის საშუალებას არ აძლევს. მუხლმოყრებით მისი შეცვლა კარგია - ეს საუკეთესო რამეა, მაგრამ შეიძლება კი ეს ყოველთვის? ეგვიპტელი ბერები დილიდან საღამომდე საქმეს უსხდნენ, თან გონებით ლოცულობდნენ და ღმერთზე ფიქრობდნენ. ღამით კი ლოცვით კანონს აღასრულებდნენ. წმ. ისააკ ასური არ გვირჩევს შრომას, გვარიდებს მას, ამბობს, რომ ღვთისათვის ასეა სათნო და ეს მართალია, შრომა არ უნდა იპყრობდეს ჩვენს გონებასა და გულს, თუმცა უმარტივესი საქმე დასაშვებია.
თემა: განუწყვეტელი ლოცვა, საქმეავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
თქვენ ნუ მთხოვთ, აგიხსნათ ლოცვითი ღვაწლი... მაგრამ აქ ახახსნელი არც არაფერია. დადექით გონებით გულში ღვთის პირისახის წინაშე და მოუხმეთ მას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" ეს იქნება შრომალოცვაში. ამისდა მიხედვით, თუ ვინ როგორი გულმოდგინებით იღვაწებს, უფალი მისცემს მას სულიწმიდიდს ნაყოფს, ანუ სულიერ ლოცვას. აი, ყველაფერი ის, რაც სათქმელი და გასააზრებელია იესოს ლოცვის შესახებ. სხვა ყველაფერი მოგონილია და საქმეს არ წაადგება. სხვაგვარად მტერი ნამდვილი ლოცვისაგან დაგაშორებთ.
მრავალნი პირნი ესრედ ფიქრობენ, ვითომც შრომა ანუ მუშაობა ორნაირია და ორად განიყოფა: ზოგიერთი შრომა და მუშაობა არის უკადრისი, შემარცხვენელი და დაბალი, და ზოგიერთი არის მაღალი, საქებო და საკადრისი. ესრეთ ორად განყოფა შრომისა და მუშაობისა არის სრულიად უსაფუძვლო და მავნებელი. წინააღმდეგ ამისა ის უნდა ვსთქვათ, რომელ ყოველი შრომა, რომელიც კი სარგებლობას მისცემს კაცს და შეეწევა მისს რჩენასა, დიახ არის მადლიანი და საკადრისი ყოვლისა კაცისათვის. უკადრისი და შემარცხვენელი კაცისა არის მხოლოდ უქმად ყოფნა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი