სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ადვილად შეგეძლოს ყველაფრის უგულებელსყოფა განდიდებისას და ნუ იქნები დიდი შენს სიმცირეში. ადვილად შეგეძლოს ყველაფრის უგულებელსყოფა

ამაყი, მაგრამ ამპარტავანი ადამიანები ჰგვანან ცარიელ ჭას, რომლებიც თავს სხვაზე მეტად აღიმაღლებენ. ამაყი, მაგრამ ამპარტავანი ადამიანები ჰგვანან

ამაყი, მაგრამ სულელი მდიდარი ქანდაკებას ჰგავს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა - თიხის გროვა, ანდა - ხის ნაჭერი. ამაყი, მაგრამ სულელი მდიდარი ქანდაკებას

მზის ნათელი შენი შუქი როდია და, რასაკვირველია, მისით არ ამაყობ; ნუ იამაყებ შენი გონებითაც: თუ მასში არის ნათელი, ეს ღვთის საჩუქარია, ხოლო თუ სიბნელეა, მაშინ საამაყო არაფერი გაქვს. მზის ნათელი შენი შუქი როდია და

ვინც თავს აღიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ - გონებამახვილობით, მიხვედრილობით, მჭევრმეტყველებით, სწრაფი მოსაზრებულობით და სხვა მონაცემებით, რომელიც ღვაწლის გარეშე აქვს მიღებული, ის ვერასოდეს მიიღებს ზეგარდმო მადლს, რამეთუ მცირეში არამართებული - მრავალშიც არამართებული და პატივმოყვარე იქნება. ვინც თავს აღიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ -

რატომ მოხდა, რომ ამაყ ფარისევლებს, რომლებიც უფალმა გველებს, ანუ განკიცხულ სულთა რიცხვს მიაკუთვნა, "იქედნეს ნაშობნი" (მათე 23, 33) - გველთა განსაკუთრებული ჯიშის სახელი ეწოდათ? იქედნე პატარა, ძლივს შესამჩნევი, ბრმა გველია, მაგრამ შეიარაღებულია უძლიერესი, მომაკვდინებელი შხამით. ასევე ამპარტავნებაც სულის უძლურებაა, ძლივს შესამჩნევი, ხშირად ადამიანის უღრმესი თავმდაბლობით წარმოდგება, რომელსაც ადამიანები სიწმიდედ და ვნებათაგან თავისუფლებად შერაცხავენ, მაგრამ იგი კლავს სულს და მისთვის ყოველგვარი სათნოება შეუძლებელი ხდება. იქედნე ბრმაა; ბრმაა ამპარტავნებაც. მისგან დაბრმავებული ვერც ხედავს და ვერც გრძნობს ღმერთს, მოკლებულია მართალ ხედვას - საკუთარი თავისა და ადამიანთა მიმართ. რატომ მოხდა, რომ ამაყ ფარისევლებს, რომლებიც

თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი

ადამიანის გონების არაშორსმჭვრეტელობა სწორედ მაშინ გამოვლინდება, როდესაც იგი იწყებს ოცნებას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მის მჭევრმეტყველებასა და შორსმჭვრეტელობაზე. ადამიანის გონების არაშორსმჭვრეტელობა სწორედ

ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცდუნებული ხარ, არის ის, რომ საკუთარი თავი სხვაზე ცბიერი გგონია. ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცდუნებული

საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება სისუსტეა; მეტისმეტი კმაყოფილება კი - სისულელე. საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2