ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
გაფრთხილდით: წლები გარბიან, დრო მიექანება. სიკვდილი მოულოდნელად მოგვადგება და ასე მოუმზადებლები წავალთ, სინდისისგან დასჯილნი, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავროზე დაგვადანაშაულებს.
ეცადეთ, გულწრფელი იყოს თქვენი სიტყვა და საქმე, განსაკუთრებით კი აღსარება, რადგან ღმერთი „გულსა და თირკმელს გამოიკვლევს“ (ფსალმ. 7, 9); მისი დაუძინებელი თვალისთვის დაფარული არაფერია.
გახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და მისგან ვერაფერს დავფარავთ. როგორ ვიტყვი ტყუილს ღვთის წინაშე? განა არ იცი, რომ სიცრუე ეშმაკისგანაა და თუ ამას ყურადღება არ მიაქციე, ჯერ ჩვევად, შემდეგ კი ბუნებად და ვნებად იქცევა, ხოლო „ცრუ... იხილეთ სრულად