გაფრთხილდი, ამ გულისსიტყვამ შენს გულში არ დაიბუდოს. რადგან ეშმაკის ხელოვნება ზიანის მიყენებაა, რაც ამ გამოცდილმა მაცდურმა კარგად იცის. მას უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილების მეშვეობით ჯოჯოხეთის სიღრმეებში ჰყავს დანთქმული.
მორჩილება გამოიჩინე. შენი აღსარებით ყველაფერი მიგეტევა. ძველი გასტუმრებული ხელწერილების ხელახლა არევ-დარევა ნუ გსურს. იარას, რომელმაც ასე დაგტანჯა, ნუ იქავებ. გულისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს.
აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა. სატანამ შენი ხასიათი გაიგო და სერიოზული მიზეზის გარეშე გტანჯავს. რასაც მწერ, მტანჯველი გულისსიტყვები, ეშმაკის ხელოვნებაა, რომ უიმედობა და მწუხარება მოგიტანოს. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა...
იხილეთ სრულად
აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა. სატანამ შენი ხასიათი გაიგო და სერიოზული მიზეზის გარეშე გტანჯავს. რასაც მწერ, მტანჯველი გულისსიტყვები, ეშმაკის ხელოვნებაა, რომ უიმედობა და მწუხარება მოგიტანოს. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა და ცხოვრების ახალი გეზი დასახე.
ხვრელიდან ამოსული გველი დასამალავად გარბის, რადგან გრძნობს, რომ დაარტყამენ. ასევეა ეშმაკისმიერი გულისსიტყვაც. ის შხამიანი გველივითაა და ადამიანის პირიდან გამოსვლისთანავე ქრება, უჩინარდება.