ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ზეციურზე იფიქრეთ, ზეციური ეძიეთ, რადგან ჩვენი მოქალაქეობა, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ზეცაშია (ფილიპ. 3, 20).
მთელი გულით გისურვებ, რომ შენში ღვთაებრივი ტრფიალებით ღვთისადმი ლტოლვა დაუცხრომელი გახდეს და ამით ფრთაშესხმულმა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, რომელიც აქაურობის" იღუმენიაა, ანგელოზთასწორ მშვენიერებას მიაღწიო. ამინ. იყავნ.
შენი უფლისა და ღვთის ხმას თუ გაიგონებ, გულს ნუ გაიქვავებ და ისმინე, რას გეტყვის: „იტყოდის იგი მშვიდობასა... წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ" (ფსალმ. 84, 8).
სწორად მიმართული სიკვდილის ხსენება სოფლისგან განშორების დასაწყისში, ისევე როგორც მთელ შემდგომ მონაზვნურ ცხოვრებაში, ადამიანს დიდ ძალას აძლევს. ეს ხსენება მონაზვნისთვის უძლეველ სულიერ ფილოსოფიად იქცევა, რითაც ყოველივე წარმავალის უა... იხილეთ სრულად