სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იესოს სასძლოები ხდებით, იმ სულების სიძისა, რომელთაც სხვა სიყვარულს ის არჩიეს, ვინც მათთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა! ოჰ, ჩვენო კურთხეულო დაო, რა მშვე...
იხილეთ სრულად
სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იესოს სასძლოები ხდებით, იმ სულების სიძისა, რომელთაც სხვა სიყვარულს ის არჩიეს, ვინც მათთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!ოჰ, ჩვენო კურთხეულო დაო, რა მშვენიერი არჩევანია ღვთის ძესთან უკუნითი უკუნისამდე [სულიერი] ქორწინება. მას თავისი სასძლო უსაზღვრო სიყვარულით უყვარს და ენით გამოუთქმელ საქორწილო სრა-სასახლეს უმზადებს ზეცაში; იქ, სადაც სიძის უტკბეს და მომხიბლავ სახეს უკუნითი უ...
link
ყოვლისმცოდნე ღმერთმა სულიერი გზა ასე განსაზღვრა
საერო ცხოვრებაში შრომა და ტანჯვა ამაოა, მონაზვნურ ყოფაში კი ეს ღმერთის მოპოვებაში გვეხმარება.
ხორციელს მხოლოდ ფიზიკური და ამაო უყვარს
დედაზე მეტად ქრისტე შეიყვარეთ!
ღვთისა და წინამძღვრების მიმართ რკინისებური რწმენა და სრული მორჩილება გქონდეთ და ღვთის შეწევნა და მათი ლოცვა-კურთხევა სასწაულებრივად დაგიფარავთ.
უფალი უხილავი ხელით შემუსრავს უხილავ მტრებს
ჩემო კურთხეულო შვილებო, გააცნობიერეთ უფლის მიერ მომადლებული ნიჭი – გახდეთ მისი ძის სასძლოები. ამიტომ განუზომელი სიმდაბლით მოდით, მიუძღვენით სული ტკბილ იესოს და გულწრფელი სიყვარულით დადეთ წმინდა აღთქმა, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ჩემო კურთხეულო შვილებო, გააცნობიერეთ უფლის მიერ მომადლებული ნიჭი – გახდეთ მისი ძის სასძლოები. ამიტომ განუზომელი სიმდაბლით მოდით, მიუძღვენით სული ტკბილ იესოს და გულწრფელი სიყვარულით დადეთ წმინდა აღთქმა, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარულის ერთგულნი დარჩებით.
link
დავმდაბლდეთ და სიძეს – ქრისტეს შევღაღადოთ: „ჩემი გლახაკი სულის სიძეო, სულელი ქალწულების მსგავსად ნუ დაგვიხშობ შენი ზეციური სასძლოს კარს, არამედ ღირსგვყავ, რომ ჩვენს ლამპრებს ჭარბად ჰქონდეს კეთილი საქმეების, სიყვარულის, სიმდაბლის, ...
იხილეთ სრულად
დავმდაბლდეთ და სიძეს – ქრისტეს შევღაღადოთ: „ჩემი გლახაკი სულის სიძეო, სულელი ქალწულების მსგავსად ნუ დაგვიხშობ შენი ზეციური სასძლოს კარს, არამედ ღირსგვყავ, რომ ჩვენს ლამპრებს ჭარბად ჰქონდეს კეთილი საქმეების, სიყვარულის, სიმდაბლის, სინანულის, ცრემლის, მორჩილების, მოთმინების, სიწმინდის, გულისხმისყოფისა და სხვა სათნოებების ზეთი, რომელიც შენს მოსვლამდე ჩაუქრობლად შეინახავს სინათლეს; რათა ზეციურ ქორწილში მთელი კრებულით შევიდეთ, შენი მადლის ბრწყინვალე დ...
link
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამია...
იხილეთ სრულად
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამიანურ ძალებს აღემატება, მაშინ, ჰოი, რა სასჯელს დავიმსახურებთ ჩვენ, თუ მოთმინებას, თავის იძულებას, მორჩილებასა და ყველაფერს, რასაც უტკბესი იესოს უღელი მოითხოვს, გათხოვილ ქალზე მეტად არ გამოვიჩენთ! ამრიგად, მოვალენი ვართ ვაჩ...
link