ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
შვილო, დაე, სიკვდილის დაფარული ჟამი, ღვთის საშინელი სამსჯავრო, ცოდვილთა სატანჯველი, სამოთხის საუკუნო შვება მდუმარებისას განსჯისთვის გქონდეს გულში. შენი ცხონება ამაზეა დამოკიდებული.
„უკუეთუ გნებავს, რათა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათ. 19, 21). გოლგოთის აღმართზე გამომყევი, რომ ერთად ვეცვათ ჯვარს, ერთად შევვედროთ სული, ერთა... იხილეთ სრულად
ლოცვა ქრისტიანის მტკიცე იარაღია, განსაკუთრებით მონაზვნისა, ვინც ღვთიური მხედრობის მებრძოლის ტიტულს ატარებს და სოფლის, ხორცისა და ეშმაკის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლის სახელოვანი დროშა ფიცით აღუმართავს. უჩინარ გმირებად ვართ მოწოდებ... იხილეთ სრულად
ღვთაებრივი ნათლის სხივები სულებს ისევ და ისევ განანათლებს, რათა მემკვიდრეობით მიიღონ მამობრივი ძალაუფლება, რაც სულის არსებითი საკითხია; ვგულისხმობ გონიერი ლოცვით სულის ღმერთთან ურთიერთობას.
რაც უფრო უახლოვდება, განიცდის და ჭვრეტს თავისი სულის სიძეს მონაზონი, მით უფრო მშვენიერი ხდება მისი შინაგანი სამყარო. სულის თვალით ხედავს, სულიერი გრძნობით განიცდის და ამიტომ გრძნობს ასე კარგად თავს! ამაო და მაცდური სოფლის სიხარულს... იხილეთ სრულად
მონაზვნური ცხოვრება ძალიან ლამაზი და ტკბილია. ოღონდ, საუბედუროდ, ჩვენი უძლურება და ვნებები ხანდახან მას რთულად წარმოგვიდგენენ. რაც უფრო მეტად შეიმეცნებს და შეიგრძნობს ღმერთს ადამიანი, მით უფრო მიმზიდველად ხედავს მონაზვნურ ცხოვრ... იხილეთ სრულად