ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, ქალწული კი ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება; არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად იბრძვის და ძალისხმევას არ იშურებს საშინელი დემონების წინააღმდეგ; დემონები საზარელ კბილებს აღრჭიალებენ, რომ ის უფლისკენ მიმავალ გზას ააცდინონ, ანუ ქრისტეს წმინდა სასძლო ღვთის სიყვარულს განაშორონ და ვნებიანი ტკბობის წუმპის მთქვლეფავი ღორის მსგავ...
ჰოი, რარიგ ამაღლებულია სიწმინდე! როგორ ბრწყინავს მისი ნათელი სამოსელი და რა უდიდესი კადნიერება აქვს, რადგან ადამიანს არა მარტო ანგელოზებს ამსგავსებს, არამედ უფრო მაღლაც კი აჰყავს.
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო.
ჰოი, მონაზვნობავ, რა დიდებული ხარ! როცა ამქვეყნიურ აურზაურს განშორებული ადამიანი დამშვიდდება და გაწაფული მოძღვრის წინამძღოლობითა და ზედამხედველობით მონაზონი ხდება, მაშინ ის მონაზვნობის შინაგან დიდებას მიეახლება.