7. ის კი არ უნდა თქვას ვინმემ, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა, არამედ - ის, რომ იოლი არ არის. არცთუ ნებისმიერისთვის არის იგი ადვილსაწვდომი, არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლ...
იხილეთ სრულად
7. ის კი არ უნდა თქვას ვინმემ, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა, არამედ - ის, რომ იოლი არ არის. არცთუ ნებისმიერისთვის არის იგი ადვილსაწვდომი, არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლებსაც კეთილმსახურებითი და ღვთისმოყვარე გონება აქვთ. მართლაც, ჩვეულებრივი გონება ამქვეყნიურია და ცვალებადი, ავლენს რა როგორც კეთილ, ასევე უკეთურ აზრებს, რადგან იცვლება იგი ბუნებითად და ნივთისკენ გარდაიქმნება, ხოლო ღვთისმო...
11. "ადამიანთშემქმნელად" უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს უსწავლელთა მოთვინიერება, რომ სწავლებანი და განათლება შეაყვარონ მათ. ამ სახითვე ისინიც, რომლებიც ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებითი და ღვთისთვის სათნო მოქალაქეობის...
იხილეთ სრულად
11. "ადამიანთშემქმნელად" უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს უსწავლელთა მოთვინიერება, რომ სწავლებანი და განათლება შეაყვარონ მათ. ამ სახითვე ისინიც, რომლებიც ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებითი და ღვთისთვის სათნო მოქალაქეობისკენ წარმართავენ, "ადამიანთშემქმნელებად" უნდა ითქვან, როგორც ადამიანების ჩამომყალიბებლები, რადგან უდრტვინველობა და თავშეკავება ბედნიერებაა და - კეთილი სასოება ადამიანთა სულებისათვის
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივ...
იხილეთ სრულად
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივე წინაგანგების შესაბამისად იმორჩილებს მრისხანებასა და გულისთქმას, ვინაიდან ყოველივე ბოროტების მიზეზი გულისთქმა და მრისხანებაა
13. "ადამიანად" ითქმის ან ის, ვინც მოაზროვნეა, ან ის, ვინც გამოსწორების დამთმენია, რადგან გამოუსწორებელი "არაადამიანად" იწოდება (ვინაიდან არაადამიანთა თვისებაა ეს) და უნდა გავურბოდეთ ამგვართ, რადგან ბოროტებაში მცხოვრ...
იხილეთ სრულად
13. "ადამიანად" ითქმის ან ის, ვინც მოაზროვნეა, ან ის, ვინც გამოსწორების დამთმენია, რადგან გამოუსწორებელი "არაადამიანად" იწოდება (ვინაიდან არაადამიანთა თვისებაა ეს) და უნდა გავურბოდეთ ამგვართ, რადგან ბოროტებაში მცხოვრებთათვის შეუძლებელია ოდესმე უკვდავთა შორის დამკვიდრება
14. მოაზროვნეობა, ჭეშმარიტად თანამყოფი ჩვენთან, ადამიანებად წოდების ღირსად გვხდის, მოაზროვნეობის გარეშე დარჩენილებს კი მხოლოდღა სხეულის ნაწილთა აღნაგობა და ხმა გაგვასხვავებს პირუტყვებისგან. მაშ, შეიცნოს კეთილგონიერმა ადამიანმა თავ...
იხილეთ სრულად
14. მოაზროვნეობა, ჭეშმარიტად თანამყოფი ჩვენთან, ადამიანებად წოდების ღირსად გვხდის, მოაზროვნეობის გარეშე დარჩენილებს კი მხოლოდღა სხეულის ნაწილთა აღნაგობა და ხმა გაგვასხვავებს პირუტყვებისგან. მაშ, შეიცნოს კეთილგონიერმა ადამიანმა თავისი თავი უკვდავად მყოფად და შეიძულებს იგი ყველა სამარცხვინო სიამეთმოსურნეობას, ადამიანებისთვის სიკვდილის მიზეზად ქცეულს
15. ისევე როგორც ყოველი ხელობა მისდამი დაქვემდებარებული ნივთის გამშვენებით თავის ღირსებას გამოაჩინებს, ამუშავებს რა ერთი ოსტატი ხეს, მეორე - სპილენძს, სხვა კი - ოქროსა და ვერცხლს, ამგვარადვე, ჩვენც, შევისმენთ რა, თუ რა არის კეთილდ...
იხილეთ სრულად
15. ისევე როგორც ყოველი ხელობა მისდამი დაქვემდებარებული ნივთის გამშვენებით თავის ღირსებას გამოაჩინებს, ამუშავებს რა ერთი ოსტატი ხეს, მეორე - სპილენძს, სხვა კი - ოქროსა და ვერცხლს, ამგვარადვე, ჩვენც, შევისმენთ რა, თუ რა არის კეთილდღეობა ანთუ სათნოებითი და ღვთისსათნო მოღვაწეობა, ვალდებულნი ვხდებით ვაჩვენოთ, რომ ადამიანები ვართ არა ოდენ სხეულებრივი აღნაგობით, არამედ სწორედ სულით, როგორც ჭეშმარიტად მოაზროვნეები, ხოლო ჭეშმარიტად მოაზროვნე და ღვთისმოყვ...
16. ისევე როგორც მესაჭეები გამიზნულად მართავენ ხომალდს, რომ არ შეაჯახონ იგი ზღვისქვეშა კლდეს ან წარაფს რასმე, ამგვარადვე სათნოებითი ცხოვრების მოტრფიალენიც გულმოდგინედ უნდა იაზრებდნენ, თუ რა აკეთონ, არს განერიდონ, და იმას რაცხდნენ ...
იხილეთ სრულად
16. ისევე როგორც მესაჭეები გამიზნულად მართავენ ხომალდს, რომ არ შეაჯახონ იგი ზღვისქვეშა კლდეს ან წარაფს რასმე, ამგვარადვე სათნოებითი ცხოვრების მოტრფიალენიც გულმოდგინედ უნდა იაზრებდნენ, თუ რა აკეთონ, არს განერიდონ, და იმას რაცხდნენ თავისთვის სარგოდ, რაც ჭეშმარიტი და საღვთო რჯულდებანია, მოიკვეთდნენ კი - უკეთურ ზრახვებს სულისას
17. ისევე როგორც მესაჭეები და მეეტლეები გარჯითა და გულმოდგინებით აღწევენ დასახულ მიზანს, ამგვარადვე ისინიც, რომლებიც სწორი და სათნოებითი ცხოვრების გამო დამაშვრალობენ, ვალდებულნი არიან გაისარჯონ და ის იზრუნონ, რომ ჯეროვანი და ღვთის...
იხილეთ სრულად
17. ისევე როგორც მესაჭეები და მეეტლეები გარჯითა და გულმოდგინებით აღწევენ დასახულ მიზანს, ამგვარადვე ისინიც, რომლებიც სწორი და სათნოებითი ცხოვრების გამო დამაშვრალობენ, ვალდებულნი არიან გაისარჯონ და ის იზრუნონ, რომ ჯეროვანი და ღვთისთვის სათნო ცხოვრება ჰქონდეთ, რადგან ვინც მსურველია და, ამასთან, იმის შემცნობიც, რომ ძალა მოსდევს, სწამს რა, უხრწნელებისკენ წინაურდება
18. არათუ იმათ რაცხდე თავისუფალ ადამიანებად, რომლებიც კეთილდღეობით არიან თავისუფალნი, არამედ - იმათ, თავისუფალნი რომ არიან ცხოვრებითა და ზნე-ჩვევებით, რადგან შეუფერებელია ჭეშმარიტად თავისუფალი უწოდო მთავრებს, უკეთურნი რომ არიან და...
იხილეთ სრულად
18. არათუ იმათ რაცხდე თავისუფალ ადამიანებად, რომლებიც კეთილდღეობით არიან თავისუფალნი, არამედ - იმათ, თავისუფალნი რომ არიან ცხოვრებითა და ზნე-ჩვევებით, რადგან შეუფერებელია ჭეშმარიტად თავისუფალი უწოდო მთავრებს, უკეთურნი რომ არიან და აღვირახსნილნი, ვინაიდან ემონებიან ისინი ნივთიერ ვნებებს, ხოლო სულის თავისუფლება და ბედნიერება ესაა - ჭეშმარიტი სიწმიდე და წუთიერთა არად ჩაგდება
19. შეახსენე შენს თავს, რომ გმართებს დღემუდამ წარმოჩნდებოდე, თუმცა კი წარმოცნდებოდე ღირსეული მოღვაწეობით და თვით საქმეებით, რადგან, ასევე, ავადმყოფებიც ექიმებს არა, ცხადია, სიტყვათაგან, არამედ გადამრჩენელ საქმეთა და ქველისმოქმედებ...
იხილეთ სრულად
19. შეახსენე შენს თავს, რომ გმართებს დღემუდამ წარმოჩნდებოდე, თუმცა კი წარმოცნდებოდე ღირსეული მოღვაწეობით და თვით საქმეებით, რადგან, ასევე, ავადმყოფებიც ექიმებს არა, ცხადია, სიტყვათაგან, არამედ გადამრჩენელ საქმეთა და ქველისმოქმედებათა შედეგად აღმოაჩენენ და სცნობენ