26. არაფერი სარგებელია მოძღვრებათა შესწავლა, თუ სული მოკლებულია კეთილსათნო და ღვთივმოსაწონ მოღვაწეობას, ხოლო ყველა ბოროტების მიზეზი - ესაა ცთომილება, მაცთუნებლობა და უმეცრება ღვთისა
29. ვისაც არ ძალუძს განარჩიოს, ერთი მხრივ, რა არის კეთილი, მეორე მხრივ კი - როგორია ბოროტი, ამგვარ ვინმეს უფლება არა აქვს განსაჯოს კეთილნი და ბოროტნი, რადგან ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთი, კეთილია, ხოლო თუ ვინმე კეთილი არ არის, ა...
იხილეთ სრულად
29. ვისაც არ ძალუძს განარჩიოს, ერთი მხრივ, რა არის კეთილი, მეორე მხრივ კი - როგორია ბოროტი, ამგვარ ვინმეს უფლება არა აქვს განსაჯოს კეთილნი და ბოროტნი, რადგან ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთი, კეთილია, ხოლო თუ ვინმე კეთილი არ არის, არ სცოდნია მას ღმერთი და არც არასოდეს ეცოდინება, ვინაიდან გზა ღვთის ცოდნისკენ - სიკეთეა
32. ყოველი სულიერი ვნების მოწევნისას გახსოვდეს, რომ ისინი, რომელბიც მართლაზროვნებენ და სურთ, რომ ყოველივე საკუთარი ჯეროვნად და უსაფრთხოდ განაგონ, არათუ ხრწნადი ნივთების ლფობას მიიჩნევენ საწადელად, არამედ - მართებულ და ჭეშმარიტ სწა...
იხილეთ სრულად
32. ყოველი სულიერი ვნების მოწევნისას გახსოვდეს, რომ ისინი, რომელბიც მართლაზროვნებენ და სურთ, რომ ყოველივე საკუთარი ჯეროვნად და უსაფრთხოდ განაგონ, არათუ ხრწნადი ნივთების ლფობას მიიჩნევენ საწადელად, არამედ - მართებულ და ჭეშმარიტ სწავლებებს, რადგან ამათგან ბედნიერდებიან ისინი. მართლაც, სიმდიდრე წარიპარება და უმძლავრესთაგან მიიტაცება. ასეთ დროს სწორედ სულის სათნოებაა ერთადერთი მყარი და განუძარცველი ქონება, რაც გადაარჩენს მის მფლობელებს სიკვდილის შემდ...
33. არ შეჰფერით არამდგრად და განუსწავლელ ადამიანებს, გამოსცადონ შერაცხილნი, ხოლო შერაცხიილი ის კაცია, ვინც სათნოა ღვთისთვის, ვინც ბევრს მდუმარებს ან, თუ საუბრობს, მხოლოდ მცირედს, საჭიროს და ღვთისთვის სათნოს
34. ისინი, რომლებიც მისდევენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, ეშურებიან სულის სათნოებებს, როგორც მათ პირად მონაპოვარსა და მარადიულ შვებას, წუთიერთაგან კი ისე იშვებენ, როგორც ეს ნებადართულია და როგორც თვით ღმერთს მოუცია და ...
იხილეთ სრულად
34. ისინი, რომლებიც მისდევენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, ეშურებიან სულის სათნოებებს, როგორც მათ პირად მონაპოვარსა და მარადიულ შვებას, წუთიერთაგან კი ისე იშვებენ, როგორც ეს ნებადართულია და როგორც თვით ღმერთს მოუცია და ნებავს, ამასთან, ყოვლადი სიხარულითა და მადლიერებით იხმევენ მათ, თუმცა კი ფრიად ზომიერად, რადგან უხვად ჭამა ნივთიერ სხეულს აძლევს საზრდოს, ხოლო ღვთის ცოდნა, თავშეკავება, კეთილობა, ქველმოქმედება, კეთილმსახურება და უდრტვინვ...
35. ვინც უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც მძლავრობს ჩვენზე, რომ აღვასრულოთ უღირსი და სულის მავნებელი საქმეები, ვერ ეუფლება ჩვენს სულს, თვითუფლებრივად რომ შექმნილა. ამგვარი მოძალადენი სხეულს ატუსაღებენ, მაგრამ არა ჩვენს არჩევანს, რომლ...
იხილეთ სრულად
35. ვინც უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც მძლავრობს ჩვენზე, რომ აღვასრულოთ უღირსი და სულის მავნებელი საქმეები, ვერ ეუფლება ჩვენს სულს, თვითუფლებრივად რომ შექმნილა. ამგვარი მოძალადენი სხეულს ატუსაღებენ, მაგრამ არა ჩვენს არჩევანს, რომლის ბატონიც თვით მოაზროვნე ადამიანია იმ შემოქმედი ღვთის წყალობით, რომელიც უმძლავრესია ყოველგვარ ძალმოსილებაზე, ძალადობასა და ყოველგვარ ძლიერებაზე
36. ვინც უბედურებად მიიჩნევს ფულის, შვილების, მონების, კიდევ სხვა რამ ავლადიდების დაკარგვას, იცოდეს მან, რომ, პირველ რიგში, ის იკმაროს, ღვთით რაც ებოძა, შემდეგ კი, რაჟამს დასჭირდება ამ ყოველივეს უკუმიგება - მზვაობითა და კეთილგანწყ...
იხილეთ სრულად
36. ვინც უბედურებად მიიჩნევს ფულის, შვილების, მონების, კიდევ სხვა რამ ავლადიდების დაკარგვას, იცოდეს მან, რომ, პირველ რიგში, ის იკმაროს, ღვთით რაც ებოძა, შემდეგ კი, რაჟამს დასჭირდება ამ ყოველივეს უკუმიგება - მზვაობითა და კეთილგანწყობით; ნუ დაამძიმებს, ნურაგვარად, მათი მოკლება, უკეთ - უკუზღვა, რადგან ფლობდა იგი არათავისას, და კვლავ უკუზღო ეს ყოველივე
41. არ შეჰფერით ადამიანთა შორის შედარებით უუნაროებს, რომ თავიანთ თავს იმედი გადაუწურონ, მცონარება გამოიჩინონ ღვთისმოყვარე და სათნოებითი მოღვაწეობის მიმართ და უგულებელყონ იგი როგორც მათთვის მიუღწეველი და მიუწვდომელი. პირიქით, მართე...
იხილეთ სრულად
41. არ შეჰფერით ადამიანთა შორის შედარებით უუნაროებს, რომ თავიანთ თავს იმედი გადაუწურონ, მცონარება გამოიჩინონ ღვთისმოყვარე და სათნოებითი მოღვაწეობის მიმართ და უგულებელყონ იგი როგორც მათთვის მიუღწეველი და მიუწვდომელი. პირიქით, მართებთ მათ, რომ ძალუმად დაშვრენ და იზრუნონ საკუთარ თავზე, რადგან თუნდაც რომ ვერ შეძლონ მათ, სათნოების კვალობაზე მწვერვალამდე ეუფლონ ცხონებასაც, გულმოდგინებისა და მოწადინების შედეგად ან უკეთესნი გახდებიან, ან ყოველ შემთხვევაშ...
40. შესაძლებელია, რომ გახდე კეთილი და ბრძენი კაცი, თუმცა არა მყისიერად, არამედ გარჯილობითი გულმოდგინებით, ცხოვრებით, გამოცდილებით, ჟამით, ღვწით და კეთილი საქმის მოწადინებით, ხოლო კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი ისაა, ვინც ჭეშმარიტ...
იხილეთ სრულად
40. შესაძლებელია, რომ გახდე კეთილი და ბრძენი კაცი, თუმცა არა მყისიერად, არამედ გარჯილობითი გულმოდგინებით, ცხოვრებით, გამოცდილებით, ჟამით, ღვწით და კეთილი საქმის მოწადინებით, ხოლო კეთილი და ღვთისმოყვარე ადამიანი ისაა, ვინც ჭეშმარიტად მცოდნეა ღვთისა და არ ცხრება, რომ უშურველად აკეთოს ყოველივე, რაც სათნოა ღვთისთვის, თუმცა ამგვარნი კაცნი იშვიათად იპოვებიან
38. ჭეშმარიტი ადამიანები იმდენად უნდა ესწრაფვოდნენ ღვთისმოყვარედ და სათნოებითად მოღვაწეობას, რომ მათი სათნოებითი ცხოვრება ელვარე იყოს სხვა ადამიანთა შორის, ისევე როგორც ელვარებს და შეიცნობა თეთრ ტანსაცმელში მცირე ზომის ძოწეული, სა...
იხილეთ სრულად
38. ჭეშმარიტი ადამიანები იმდენად უნდა ესწრაფვოდნენ ღვთისმოყვარედ და სათნოებითად მოღვაწეობას, რომ მათი სათნოებითი ცხოვრება ელვარე იყოს სხვა ადამიანთა შორის, ისევე როგორც ელვარებს და შეიცნობა თეთრ ტანსაცმელში მცირე ზომის ძოწეული, სამკაულად დადებული მასზე, რადგან ამ სახით უფრო მტკიცედ იღვაწებენ ისინი სულის სათნოებათა გამო