სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ანტონი დიდი

39. კეთილგონიერ ადამიანს მართებს განჭვრიტოს თავისი ძალები და თავის შიგნით სულიერი სათნოების შემმართებლობა, რომ ამ სახით განემზადოს იგი და შეერკინოს შემხვედრ ვნებებს, შესაბამისად იმ ძალებისა, მასში რომ არის, - ბუნებითად ღვთივბოძებუ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

38. ჭეშმარიტი ადამიანები იმდენად უნდა ესწრაფვოდნენ ღვთისმოყვარედ და სათნოებითად მოღვაწეობას, რომ მათი სათნოებითი ცხოვრება ელვარე იყოს სხვა ადამიანთა შორის, ისევე როგორც ელვარებს და შეიცნობა თეთრ ტანსაცმელში მცირე ზომის ძოწეული, სა... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

42. ადამიანი მოაზროვნეობის მიხედვით, უფლის გამოუთქმელ და საღვთო ძალას უკავშირდება, ხოლო სხეულებრივად კი მონათესავეობა აქვს მას ცხოველებთან; ამასთან, ერთი მხრივ, მცირედნი ვინმე, რომლებიც სრული და მოაზროვნე ადამიანები არიან, ესწრაფვ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

43. მოაზროვნე კაცი, ღვთიურთან თანაზიარებისა და თანაშერთვის განმზრახი, არასოდეს შეეტრფობა რასმე მიწიერს ანდა მდაბალს, არამედ ზეციურთა და საუკუნოთა მიმართ აქვს მას გონება და იცის, რომ ნება ღვთისა სწორედ ესაა: ადამიანის ცხონება, რადგ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: კამათი

44. როდესაც იპოვი კამათისმოყვარეს ვინმეს, ჭეშმარიტებისა და სინამდვილის წინააღმდეგ მებრძოლს, შეწყვიტე დავა და დაუთმე ამგვარს, გონებით ერთიანად გაქვავებულს, რადგან ისევე როგორც საუკეთესო ღვინოებს უსარგებლოს ხდის ხენეში წყალი, ასევე,... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

45. თუ მთელ გულმოდგინებასა და მონდომებას ვახმართ იმას, რომ გავერიდოთ სხეულებრივ სიკვდილს, რაოდენ უფრო გვმართებს გულმოდგინება სულიერი სიკვდილისგან განსარიდებლად, რადგან ცხონების მსურველს არაფერი აქვს ხელისშემშლელი, თუ არა მხოლოდ და... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: კამათი

46. ისინი, რომლებსაც უმძიმთ შეიცნონ, თუ რა არის სასარგებლო და თვით მათ მიმართ სიკეთით თქმული, ამგვარნი, საფიქრებელია, არაჯანსაღად არიან, იმათ კი, რომლებმაც შეიცნეს ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც ურცხვად კამათისმოყვარეობენ, აზროვნებითი ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი.... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

48. ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის გამო, მიწაზე მყოფნი კი - მოკვდავნი მათში არსებული თვითარჩევითი ბოროტის გამო, რაც შეემთხვევათ უგუნურთ თავიანთი მცონარებისა და ღვთის შშესახებ უმეცრების გამო 48. ცაში მყოფები უკვდავნი არიან მათში არსებული სიკეთის...

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: სხეული

50. ბოროტება ესაა ვნება ნივთისა. ამიტომ, შეუძლებელია, რომ სხეული ბოროტების გარეშე იყოს, მაგრამ მოაზროვნე სული, შეიცნობს რა ამას, განიფერთხავს ნივთის სიმძიმეს, რაც არის ბოროტება, და ამ სიმძიმისგან ზეამხედველი შეიცნობს ყოველთა ღმერ... იხილეთ სრულად

link
7