14. როდესაც გონება გამოიხსნის სულის გრძნობებს ხორციელი სურვილებისგან, გადაიყვანს მათ უვნებობაში და ხორცის ნებათაგან გამომიჯნავს სულს, მაშინ, თუკი იხილავს ღმერთი, რომ, ერთი მხრივ, ვნებათა ურცხვინოება კვლავ აღიძვრის სულის მიმართ, რო...
იხილეთ სრულად
14. როდესაც გონება გამოიხსნის სულის გრძნობებს ხორციელი სურვილებისგან, გადაიყვანს მათ უვნებობაში და ხორცის ნებათაგან გამომიჯნავს სულს, მაშინ, თუკი იხილავს ღმერთი, რომ, ერთი მხრივ, ვნებათა ურცხვინოება კვლავ აღიძვრის სულის მიმართ, რომ მისი გრძნობები ცოდვით შეიპყროს, მერე მხრივ კი, გონება ფარულად ხმობს უფლისადმი განუწყვეტლივ, მოავლენს იგი თავის შეწევნას და მყისვე გააქროსბს ყველა მათგანს.
link
6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, (ცოდვას რომ მოსდევს), იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და ა...
იხილეთ სრულად
6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, (ცოდვას რომ მოსდევს), იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და არანაირად არ დაამწუხრო იგი, არამედ ტირილთ წარსდექი მის წინაშე და თქვი: "შენია წყალობა ჩემი ხსნისა, უფალო, რადგან არ ძალმიძს განვერიდო მტერთა ხელებს უკეთუ შენ არ შემეწევი". ილოცე გულით და იგი დაგიცავს შენ ყოველგვარი ბოროტე...
link
4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ესაია 41.13); და კიდევ: "ნ...
იხილეთ სრულად
4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ესაია 41.13); და კიდევ: "ნუ გეშინია, რადგან გამოგიხსენი შენ, გიწოდე შენ შენი სახელი. ჩემი ხარ შენ და თუკი გადახვალ წყალზე, შენთან ვარ, და მდინარეები ვერ შემოგერტყმიან შენ, და თუ გახვალ ცეცხლში, არ დაიწვები და ალი არ დაგწვავს შენ, რადგან მე ვარ უფ...
link
11. ზოგჯერ ეშმაკები მზაკვრულად უკუიქცევიან, რომ ადამიანმა შვება მისცეს თავის გულს იმის ფიქრით, რომ მოისვენა, მაგრამ ისინი ანაზდეულად ისევ შემოუტევენ უბადრუკ სულს, ბეღურასავით მიიტაცებენ მას და თუ უფრო მძლავრნი აღმოჩნდებიან, უმოწყა...
იხილეთ სრულად
11. ზოგჯერ ეშმაკები მზაკვრულად უკუიქცევიან, რომ ადამიანმა შვება მისცეს თავის გულს იმის ფიქრით, რომ მოისვენა, მაგრამ ისინი ანაზდეულად ისევ შემოუტევენ უბადრუკ სულს, ბეღურასავით მიიტაცებენ მას და თუ უფრო მძლავრნი აღმოჩნდებიან, უმოწყალოდ დაამდაბლებენ მას ყოველგვარ ცოდვაში, უფრო უარესში იმ თავდაპირველ შეცოდებებზე, რომელთა გამოც იგი შენდობას ითხოვდა. ამიტომ, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ გული, აღვასრულოთ ჩვენი საქმითი ღვაწლი და შევინარჩუნოთ სათნოებანი,...
link
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები დ...
იხილეთ სრულად
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები და ასე უთხრა მათ: "უღირსნო და უკეთურნო, ყოველგვარი სიკეთისგან დაკლებულნო, ჩემი საქონლის ძაღლთა ღირსადაც არ მეგულვით თქვენ" (იობ. 30. 1,4). ვისაც სურს, რომ მივიდეს ამ ჭეშმარიტ მრისხანებამდე, იგი მოიკვეთს ყველა თავის ნება-ს...
link
15. გევედრები შენ, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ, ნუ მოასუსტებ შენს გულს, რადგან ისევე როგორც მიწის მუშას არ ძალუძს დაენდოს მის ყანაში შემოსულ რომელიმე ნაყოფს, რადგან არ იცის, რა შეემთხვევა მას, სანამ სათავსოში დააბინავებს, ამგვარად...
იხილეთ სრულად
15. გევედრები შენ, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ, ნუ მოასუსტებ შენს გულს, რადგან ისევე როგორც მიწის მუშას არ ძალუძს დაენდოს მის ყანაში შემოსულ რომელიმე ნაყოფს, რადგან არ იცის, რა შეემთხვევა მას, სანამ სათავსოში დააბინავებს, ამგვარადვე არც ადამიანს აქვს უფლება მოასუსტოს გული, ვიდრე პირში სული უდგას. დიას, ისევე როგორც არ იცის ადამიანმა, თუ რა ვნება შეხვდება მას ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ მოასუსტოს მან თავისი გულ...
link
19. თუკი გონება გაძლიერდა და ამზადებს თავის თავს, რომ კვალში მიჰყვეს სიყვარულს, რითაც იშრიტება სხეულის ყველა ვნება, ამასთან თუ იგი ამ სიყვარულის ძალით არ უთმობს ბუნებისგარეგანს რასმე, რომ იმძლავროს გულზე, ამგვარი გონება იმ ზომამდე...
იხილეთ სრულად
19. თუკი გონება გაძლიერდა და ამზადებს თავის თავს, რომ კვალში მიჰყვეს სიყვარულს, რითაც იშრიტება სხეულის ყველა ვნება, ამასთან თუ იგი ამ სიყვარულის ძალით არ უთმობს ბუნებისგარეგანს რასმე, რომ იმძლავროს გულზე, ამგვარი გონება იმ ზომამდე წინ აღუდგება ბუნებისგარეგანს, სანამ ბუნებითისგან არ გამიჯნავს მას (იგულისხმება, რომ ცოდვის გზით ადამიანის ბუნებაში შემოღწეული ბუნებისთვის უცხო ანუ ბუნებისგარეგანი თვისებები იმ ზომამდე შეერწყმის ბუნებისეულს, რომ ადამიანთ...
link
2. თუ მტრულ ძალას წინ აღუდგები და ნახავ მას შენგან მოუძლურებულს, რომელიც უკან გარბის, ნუ გაიხარებს შენი გული, რადგან უკეთურ სულთა ბოროტება მათვე უკან იმალვის, ამზადებენ რა ადრინდელზე უფრო საშინელ ლაშქარს, რასაც ჯერ ქალაქის უკან ტო...
იხილეთ სრულად
2. თუ მტრულ ძალას წინ აღუდგები და ნახავ მას შენგან მოუძლურებულს, რომელიც უკან გარბის, ნუ გაიხარებს შენი გული, რადგან უკეთურ სულთა ბოროტება მათვე უკან იმალვის, ამზადებენ რა ადრინდელზე უფრო საშინელ ლაშქარს, რასაც ჯერ ქალაქის უკან ტოვებენ და უბრძანებენ, უძრავად იყოს. შემდეგ, როდესაც წინ აღუდგები და შეუტევ მათ, უძლურად გაიქცევიან შენგან, მაგრამ გაამაყდება რა შენი გული მათი განდევნით და დატოვებ რა ქალაქს, მტერთა ნაწილი ზურგიდან ამოიმართება, ნაწილი წინ...
link
10. თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან და შაბათობს (ე.ი. ისვენებს) უკვე, მაშ სხვა, ახალ საუკუნეში მყოფობს იგი, იაზრებს ახალს და უხრწნელს: "ხოლო სადაც მძორია, იქ შეიკრიბებიან არწივები" (მათე 24.48; ლუკა 17.37), (მაცხოვრის...
იხილეთ სრულად
10. თუ გათავისუფლდა გონება ყველა თავისი მტრისგან და შაბათობს (ე.ი. ისვენებს) უკვე, მაშ სხვა, ახალ საუკუნეში მყოფობს იგი, იაზრებს ახალს და უხრწნელს: "ხოლო სადაც მძორია, იქ შეიკრიბებიან არწივები" (მათე 24.48; ლუკა 17.37), (მაცხოვრის ეს სიტყვები იმ შინაარსს შეიცავს, რომ სადაც არის სწრაფვის საგანი (აქ: საუფლო დიდება და ნეტარება), იქ შეიკრიბებიან მოწადინენი (საუფლო დიდების მოსურნენი). აზრი იმის შესახებ, რომ "მძორი", როგორც უარყოფითი შინაარსის შემცველი...
link
23. საღვთო წერილი, ძველიც და ახალიც, ყველა ადგილას გულის დაცვაზე საუბრობს. პირველად ტკბილმგალობელი დავითი ღაღადებს: "ადამიანის ძენო, სანამდე იქნებით გულმძიმენი?" (ფს. 4.3), და კიდევ: "მათი გული ამაოა" (ფს. 5.10), ამაოებით თქმულთა ...
იხილეთ სრულად
23. საღვთო წერილი, ძველიც და ახალიც, ყველა ადგილას გულის დაცვაზე საუბრობს. პირველად ტკბილმგალობელი დავითი ღაღადებს: "ადამიანის ძენო, სანამდე იქნებით გულმძიმენი?" (ფს. 4.3), და კიდევ: "მათი გული ამაოა" (ფს. 5.10), ამაოებით თქმულთა შესახებ კი ასე ამბობს: "რამეთუ თქვა თავის გულში, არ შევირყევი" (ფს. 9.27), და კვლავ: "რამეთუ თქვა თავის გულში, დავიწყებული აქვს ღმერთს" (ფს. 9.32), და ბევრი სხვა ამგვარი. მართლაც, მართებს მონაზონს, რომ შეიცნოს წერილის აზ...
link