ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუგეშებელ ერთგულებაში და ძალიან ჩქარა მწუხარება შეგიმსუბუქდება და სიმწარეში ნუგეშს მიიღებ. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღადვყავ შენდამი“, – გიგალობს მეფსალმუნე – და „ისმინე ჩემი“.
ფსალმუნი 85, 7
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ" (ფსალმუნი 118,30).
ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით, განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე;
მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის სწავლობს ღვთის სიყვარულს, სიკვდილის ხსოვნას, ღვთის ხსოვნას - ზეციური სასუფევლის ხსოვნას, წმიდა მოწამეთა მოშურნეობას და თვით ღვთის ყველგანმყოფობას, მეფსალმუნის სიტყვით: ვხედავ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის.(ფს. 15, 8) - წმიდათა და გონიერ ძალთა, სულის განსვლის, ტანჯვის, წამების, მარადიული სამსჯავროს გახსენებას, ჩვენ უდიდეს საგნებიდან დავიწყებთ და ისეთებით დავამთავრეთ, რომლებიც დაცემას აღუდგებიან წინ.
თემა: სიკვდილის ხსოვნა, ღვთის ყველგანმყოფობაავტორი: წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
წყარო: კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1)
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მკტაველს; ასევე ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38,5). - არაუმეტეს, ვიდრე - ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი სილაში (ზირ. 18,8), ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, - როგორც "არარაი" (ფს. 38,5) და ამასთან, უმეტესწილად, ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადისობაზე თითქმის არც ვფიქრობთ, თითქოს იგი ჩვენთვის არც არსებობს.
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს; ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38.5). - არაუმეტეს, ვიდრე - ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი სილაში (ზირ. 18.8), ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, - როგორც "არარაი" (ფს. 38.5) და ამასთან, უმეტესწილად, ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადიულობაზე თითქმის არც ვფიქრობთ, თითქოს იგი ჩვენთვის არც არსებობს.
187. „სიბრძნეში გულით განსწავლულნი (შდრ. ფს. 89.12), თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალია და ღვთის სიბრძნის – ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მოვუძლურდებით და გონითი ღვწისგან მოვმედგრდებით, მომდევნო განთიადისას კვლავ კეთილად შემოვისარტყლოოთ გონითი წელი და კვლავაც მტკიცედ შევუდგეთ საქმეს, ვუწყით რა, რომ ჩვენ, რომლებსაც შეგვიცვნია მშვენიერება, ვერაფერი გაგვამართლებს, თუ ამ მშვენიერებას საქმით არ მოვიღვაწებთ.
გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4, 5), ე.ი. თუ მრისხანებისგან თავის შეკავება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისუფლებაზე; უკიდურეს შემთხვევაში, სალანძღავი სიტყვების თქმა არ შეიძლება, ეს მაინც სრულიად ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ნაპირებიდან გადმოღვრილი მდინარის წყალი შავი და ჭუჭყიანი ხდება; ასევე სიტყვებში გამოხატული მრისხანების გრძნობა აჭუჭყიანებს მოსაუბრის სულს, შეურაცხყოფს მსმენელს და ორივეს ცოდვაში აგდებს.
თემა: შეურაცხყოფა, ლანძღვა, მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომაავტორი: წმ. ამბროსი მედიოლანელი
წყარო: სულიერი მდელო
სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს, ხშირად კი ისე ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეობის შესახებ არ მსურდა საუბარი, მაგრამ ვიღაცამ მაიძულა, რომ ესეც მეთქვა. სული რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრივ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელებს და მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველისათვის, რათა ოცნების ბოროტი და მზაკვარი სულები განიდევნონ
თემა: მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
წყარო: კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2)
29. ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნედ აქცევს, უხმოებს კეთილხმოვნებად, მძინარეებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს ითხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მამას უწოდებენ მას, ვიდრე ერისკაცები წავიდოდნენ.
30. თუ მათ თხოვნას უპირატესი პატივს სცემს, ამპარტავნობენ, ხოლო თუ უარს მიიღებენ, ბოროტად ახსოვთ ეს ამბავი ყოველთვის.
31. ერისკაცების წასვლის შემდეგ პატივმოყვარეობის ეშმაკი მათ გულებში ურჩობას ნერგავს და ყველას მიმართ მრისხანებასა და შურს ამჟღავნებენ
ცხორებაი ყოველთა წმიდათა და მართალთაი მოთმინებითა განშუენებულ და განბრწყინვებულ არს. ამისთვის, ჰოი კაცო, გიყუარდინ მოთმინებაი, ვითარცა ფსალმუნი გასწავებს და გეტყვის: "დაუთმე უფალსა, დაიცევ გზანი მისნი" (ფსალმ. 36,34). და წმიდაი მოციქული მავლე გასწავებს, რაითა მოიგნე საქმენი კეთილნი, და იტყვის, ვითარმედ: "მწუხარებასა შინა მოთმინებაი" (რომ. 5.3). და ოდეს მოიგო მოთმინებაი, მაშინ ჰპოვო წყაროი ცხორებისაი, რომელ არს სასოებაი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: "მოთმინებამან ყვის გამოცდილებაი და გამოცდილებამან სასოებაი, ხოლო სასოებამან არა არცხვინის (ჰრომ. 5, 4-5)