ეკლესიაში ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესიაში ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ეკლესიაში ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
ეკლესიაში ყოფნისას ყველაზე მეტად ჩაგვესმის მღვდელმსახურთა, მკითხველთა და მგალობელთა ხმები, რომელიც ჩვენ შეწყალებას ღაღადებენ. ეგ რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა, სულერთია, რამდენი ვიქნებით ღვთის ტაძარში, ჩვენი ცოდვების მიხედვით ღვთის სასჯელს ვიმსახურებთ. საყდარში შემოსულებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს - ჩვენ, ცოდვილნი, ცისა და მიწის ღმერთის, ჩვენი გამჩენისა და კეთილისმყოფელის წინაშე ვდგავართ, ვისაც დღენიადაგ, ყოველწამს ჩვენი უსამართლობით განვარისხებთ და ამიტომ, თავი უნდა შევავედროთ უფალს, რომ მოგვიტევოს ცოდვები და თუ ქრისტიანული სიყვარულიც მოგვეპოვება, სხვების შეწყალებაც ვითხოვოთ. ხვეწნა-მუდარა, შეწყნარება შეიძლება იყოს დიდიც, პატარაც და უაღრესად მხურვალეც. ეკლესიაში გაგონილი ლოცვის არცერთი სიტყვა არაა ზედმეტი, ამიტომ მრჩობლი კვერექსისას განსაკუთრებული ლოცვა გვმართებს, შემუსვრილი გულის სიღრმიდან უნდა ვევედროთ უფალს, ზუსტად ისე, როგორც ეს კვერექსში გვესმის: "ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვთქვათ". ამ დროს გულს ოდნავაც არ უნდა გავაკაროთ მცირედი უყურადღებობაც კი, არამედ ანთებული გულითა და ერთიანად ყურადღებაქცეულებმა, უთბილესი ლოცვა-ვედრება უნდა აღვუვლინოთ მაცხოვარს, რომ შეგვიწყალოს უფალმა ცოდვილნი. ჩვენ კი რას ვხედავთ მრჩობლი კვერექსისას, როცა მღვდელი ასამაღლებელს ამბობს? უმეტესწილად მორწმუნეთა ჩვეულ უყურადღებობასა და გულგრილობას.
ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ განა? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება, ყველაზე უფრო სინანულით აღსავსე ლოცვა და შთაგონებული დიდება ღმერთისა. განა ყოველივე ამით კვებავთ თქვენს სულსა და გონებას?
გლოცავ თქვენ, ძმანო ჩემნო, ისწავლეთ და მიეჩვიეთ ეკლესიაში დუმილით და კრძალვით ლოცვასა.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა ეკლესიაში და წირვის გადათავებამდის დადგა, პირჯვარი დაიწერა, მეტი არაფერი არ არის საჭირო. სინიდისი მისი ამით კმაყოფილია. იმას კი არ კითხავს თავის თავს, თუ რა გაიგონა, რა შეუვიდა ჭკუაში და გულში, რომელი ცუდი აზრი გაუსწორდა, რომელი ცუდი საქმე დაავიწყდა. როდესაც შენ, ძმაო ჩემო, ივაჭრე, საღამოზედ დასთვლი, რა გაყიდე, რავდენი ფული მოიგე, რაოდენი სარგებლობა მიიღე. ეგრედვე უნდა ქნა სულიერადაც როდესაც გამოხვალ ეკლესიითგან, იფიქრე და შეიტყვე, რა გაიგონე, რაოდენი სულიერი სარგებლობა მიიღე? უმჯობესი შეიქმნენ, თუ არა, გამდიდრდი თუ არა?
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ მართლა გულსმოდგინედ და მადლიანად ილოცე, ოდეს გამოსული ეკლესიითგან ნახავ შენს მტერსა ანუ ძვირისმოქმედსა, შენს გულში არა თუ სიძულვილს გრძნობ, არამედ შეგებრალება იგი და მზად ხარ გადაეხვიო მას კისერზედ და ყოველივე მიუტევო. გარნა უკეთუ გამოსრული ეკლესიითგან ნახე ვინმე შენი მტერი და ძვირისმოქმედი და გულში კვალად ის სიძულვილი ანუ მტერობა იგრძენ, იცოდე, რომ ლოცვა შენი ყოფილა უნაყოფო და ცრუ.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კითხვა, ლოცვა და გალობა მისთვის არის ეკლესიაში დაწესებული, რომელ გაიგონოს ერმა და მიიღოს აღშენება; ხოლო უკეთუ ნაცვლად ლოცვის გაგონებისა, ნაცვლად სასოებისა და სიყვარულის შეგონებისა უქმად გაატერებს კაცი ეკლესიაში დროებას, რა სარგებლობა იქმნება მისთვის ეკლესიაში დგომა. ვინც გულისხმიერად ისმენს წირვა–ლოცვას და არ დაკარგავს არც ერთს აზრსა, იგი მიიღებს დიდსა განათლებასა სულიერსა. ყოველი სჯული და სწავლა ქრისტიანობრივი გამოითქმების იმ ლოცვებში და გალობაში, რომელნიც გვესმის ეკლესიაში.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ კაცის აზრი დაფანტული არის, თუ ეკლესიაში მან შემოიტანა ყოველი შფოთი და ზრუნვა, რომელიც მას აწუხებდა სოფელში, რასაკვირველია, რომ კარგად და სასარგებლოდ ვეღარ ილოცავს. ამისთვის ეცადე, ძმაო, და დაამშვიდე შენი გული, განიშორე შენგან ყოველი სოფლიური ზრუნვა და აზრი და მოსვენებული გულითა მიუახლოვდი ეკლესიას; გარნა უწინარეს ეკლესიაში შესვლისა, დასჯედ ერთს წამს ეკლესიის ეზოში და მოიკრიფე გონება, კითხე შენ თავს: სად მიდიხარ? ეკლესიაში ღმერთს უნდა წარუდგე, იქ ან გელოსნი და წმიდანი ქმნებიან შენნი მოწამენი. ხოლო უმეტეს ყოვლისა ეცადე, რომ ყოველს კაცთან შერიგებული იყო და ძვირი არა ვისზედა არ გქონდეს. როგორ ილოცავს ის კაცი, რომლისა გული აღვსებულია შურითა და მტერობითა, რომელი აღშფოთებულ არს და აღელვებულ?
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცი, რომელსა სურს ეკლესიაში მისვლა და წირვის მოსმენა, წინადვე უნდა მოემზადოს ამ საქმეს. კვირას ანუ დღესასწაულის დღეს, ვიდრე ეკლესიაში მისვლამდე, ეცადე, ძმაო და ისრე დააწყვე შენი სული და გული, რომ ეკლესიაში შესვლის დროს აღარაფერი არ გიშლიდეს გულს მოდგინებით ლოცვის მოსმენასა.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა–ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერი მდგომარეობა, მაშინ შენცა გაქვს გულში მხოლოდ ასო (ნაწილი) მცნებისა და არა სული მისი.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ლოცვებს, საღმრთო წერილს და ყოველს წიგნებს მისთვის წაიკითხავენ ეკლესიაში, ძმანო ჩემნო, რომ წაკითხულნი ჰაზრნი სასმენელის შენისაგან შევიდნენ შენს გულში და მუნ გააჩინონ სხვადასხვა გრძნობანი, ესე იგი მონანება, ღვთის შიში, ცოდვის მოძაგება. შენ ამაზე ფიქრობ, მხოლოდ იმას ცდილობ, რომ მოისმინო ყოველი ლოცვები. ხშირად ლოცვების წამკითხველი ჩქარობს, ცუდათ კითხულობს, ისე რომ ვერც კი გაიგებ, რას კითხულობს; უთუოდ იცის შენი სურვილი, რომ მალე გაათაოს ლოცვები, ოღონდ კი არც ერთი არ გაუშვას. რა გამოვიდა აქედგან? ის რომ, ლოცვები მართალია, ყოველი წაიკითხეს, მაგრამ მათი მოქმედება შენ გულზე იქმნა სუსტი. ეკრძალე, ძმაო, რომ ესოდენი ლოცვების მოსმენა არ დარჩეს შენთვის უსარგებლო. ამ ლოცვები ისე არის დაწყობილი, რომ თუ კარგად მოისმენ მათ, უთუოდ მრავალთა კეთილთა გრძნობათა გააჩენენ იგინი შენს გულში.
თემა: ეკლესიაში ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი