ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

მრავალნი პირნი ესრედ ფიქრობენ, ვითომც შრომა ანუ მუშაობა ორნაირია და ორად განიყოფა: ზოგიერთი შრომა და მუშაობა არის უკადრისი, შემარცხვენელი და დაბალი, და ზოგიერთი არის მაღალი, საქებო და საკადრისი. ესრეთ ორად განყოფა შრომისა და მუშაობისა არის სრულიად უსაფუძვლო და მავნებელი. წინააღმდეგ ამისა ის უნდა ვსთქვათ, რომელ ყოველი შრომა, რომელიც კი სარგებლობას მისცემს კაცს და შეეწევა მისს რჩენასა, დიახ არის მადლიანი და საკადრისი ყოვლისა კაცისათვის. უკადრისი და შემარცხვენელი კაცისა არის მხოლოდ უქმად ყოფნა. მრავალნი პირნი ესრედ ფიქრობენ, ვითომც შრომა

71. რა არის სიმდაბლე?
სიმდაბლე არის ოფლი და ხორციელი შრომა და ვედრება უფლის მიმართ, რათა ადამიანმა თავისი თავი ყველა დაბადებულზე დაბლა მდგომად შერაცხოს
სიმდაბლე არის ოფლი და ხორციელი შრომა ვედრება

ამბობენ, რომ სათნოება ძნელია. რომელი მადლი მოიპოვება ადვილად? განშვებით ვის დაუდგამს საკუთარი თავისთვის გამარჯვების ძეგლი? სარბიელის გარბენის გარეშე ვერავინ იღებს ჯილდოს. შრომა წარმოშობს დიდებას, თუ მკაცრად შევხედავთ, ეშმაკის საქმეებიც უკანონობის ჩამდენთ უშრომელად როდი ეძლევათ. განა თავშეკავება სხეულს იმდენივეს ართმევს, რამდენსაც აზიანებს ჯოჯოხეთური და გაშმაგებული თავშეუკავებლობა? უძილო ღამეები აქვთ მათ, ვინც მათ ლოცვაში ატარებენ; მაგრამ სიამოვნებათა ვნება ყოველგვარ სიმშვიდეს განდევნის ამბობენ, რომ სათნოება ძნელია. რომელი მადლი

ზოგიერთნი პირნი თავის გულში ამ სახით იმართლებენ თავს: „დიახ, მზად ვარ, რომ ვიმუშაკოთ და ვიშრომოთ, მაგრამ რა ვქნათ, რომ საქმე ვერ გვიშოვნია, შესაფერი სამუშაო მასალა არა გვაქვს“. ვგონებ, რომ ეს მიზეზი არ არის პატივსადები. როგორ შეიძლება კაცმა საქმე ვერ იშოვნოს, თუ კი მართლა შრომა და მუშაობა არ ეზარება. ეს დაბრკოლება შეემთხვევა ისრეთთა პირთა, რომელნი არიან თავის მოყვარენი, დიდ–დიდ საქმეებს ეძიებენ და მცირეს საქმეს კი არ კადრულობენ. იგინი არ ჰფიქრობენ, რომ სულ უქმად ყოფნას სჯობია, რომ მცირე საქმე დაიწყოს კაცმა. ზოგიერთნი პირნი თავის გულში ამ სახით

ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა, ქორწინებას დანაკარგები და საზრუნავები, მეგობრობას – უსიამოვნებანი და გაუტანლობა, მართლმორწმუნეობას – სიმწარე. ღმრთის განწესებით, ადამიანის ყოველი შთამომავალი ძეძვსა და ეკალს ჰპოვებს ცხოვრების გზაზე. მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ნეტარება ამ ქვეყნად ფრიად ნაკლულევანია. ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.
მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავიანთი საყვარელი პიროვნებები.
ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა. თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და

ქალი შრომისმოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და ყოფაქცევითა, ვინაიდგან ესრეთ გართულსა შრომასა და მოღვაწებასა შინა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორსა და ბოროტის სიტყვაობასა შინა, განცხრომასა და სხვათა შეუსაბამოთა საქმეთა შინა. იგი აძლევს სასარგებლოსა მაგალითსა შვილთა და გარემოს მყოფთა მისთა. იგი ვითარცა სანთელი ნათელსა, ესრეთ განავრცელებს გარემოს მისსა სიწმიდესა, ბედნიერებასა და ქრისტიანულსა ზნეობასა. ერთი სიტყვით, იგი არის მხნე: „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა. ქალი შრომისმოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და

ზოგიერთები რატომ მოიწყენენ? ეს იმიტომ, რომ ვერ მიაგნეს საგანს, რომელიც ყოველმხრივ მოიცავდა და სრულებით განაძღობდა მათ. ასეთი საგანი მხოლოდ ღმერთია: ღმერთი და მისი სიმართლის გზები. დაუთმეთ მას თქვენი შრომა, დრო და ყურადღება და თქვენ არ მოიწყენთ: პირიქით, იქნებით - როგორც სამოთხეში, იმიტომ, რომ ვერაფერი შეედრება ღვთივაზრივნების და დიდებისმეტყველების სიხარულს. წმიდა მამებმა, რომლებმაც განიცადეს ეს, მთელ დროს მას უძღვნიდნენ: სწორედ ამავე საფუძველზე წმიდა ეკლესიამ გვიანდერძა, რომ დღეში რამდენჯერმე შევიკრიბოთ სალოცავად. ზოგიერთები რატომ მოიწყენენ? ეს იმიტომ, რომ

გზა სულიერი ცხოვრებისა წარმოუდგენლად რთულია: მაგალითად, მუსიკისა და ფერწერის შესასწავლად რამდენი შრომა, შეცნობა, ჩვევა, სხვადასხვა სახის ვარჯიშია საჭირო, თანაც მრავალი ჩვევა ხელოვნებაში ვითარდება ინტუიციურად, მათი ნათლად გამოთქმა ან გონებით ჩაწვდომა შეუძლებელია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია მასწავლებელზე, სკოლაზე. მაგრამ სულიერი ცხოვრება ხომ უფრო რთულია, უფრო იდუმალი! მასში ხომ ყველაფერი უდიდესი საიდუმლოა, ყველაფერი თითქმის უხილავია! ეს ხომ მეცნიერებაა მეცნიერებათა შორის, ხელოვნებაა ხელოვნებათა შორის! გზა სულიერი ცხოვრებისა წარმოუდგენლად რთულია:

აქ ვიტყვით მთავარზე – ლოცვაზე, ადამიანის სულის ცოცხალ ურთიერთობაზე ღმერთთან. ლოცვა – ეს ჩვენი გონებისა და გულის ღვთისაკენ მიმართვის საშუალებაა. ლოცვა ორმხრივ ქმედებას იწვევს. პირველი – ადამიანს მიწისაგან წყვეტს, მეორე – სულს სულიერი სამყაროს ზემოქმედებისათვის ხსნის. თუკი სულს სარკეს შევადარებთ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ის ქვევითაა მიბრუნებული და მიწიერ სახეებს ირეკლავს. ლოცვისას ის ზევითაა მიმართული და ზეცაა არეკლილი მასში. ჩვენ სუფთა ლოცვაზე ვსაუბრობთ, მაგრამ დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ რამდენადმე მოიხვეჭო ის. აქ ვიტყვით მთავარზე – ლოცვაზე, ადამიანის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3