ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ისეთი პატარა ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სწორი პოზიცია, ნეიტრალიტეტია, თუ, რა თქმა უნდა, იგი გარანტირებული იქნება სხვა დიდ სახელმწიფოთა მიერ.
უნდა აიკრძალოს ამორალური და ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. საზოგადოებაში ისედაც დიდი უარყოფითი მუხტია დაგროვილი, ეს კი უფრო აძლიერებს ამგვარ ემოციებს და ადამიანურ ურთიერთობებს ძაბავს.
ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, რაც მაღალ დიპლომატიასა და სულიერობას მოითხოვს.
გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი ისე კეთილი ზრახვანი.
იდეა უნდა ჰქონდეს ერსაც: მას ცხადად და გარკვეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საუკუნეთა მანძილზე უპირველესად რას ემსახურა.
რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ,... იხილეთ სრულად